საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 90481

ფაქტი 90481

1918 წლის 8 აპრილს საქართველოს სახელმწიფო და საზოგადო დაწესებულებების ქართველ მოსამსახურეთა დამფუძნებელმა კრებამ დადგენილება გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ საბჭოს, რის თანახმადაც, უნდა გამოცხადებულიყო საქართველოს სუვერენული უფლებები, ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო სხვადასხვა სახელმწიფოებთან და მოლაპარაკება უნდა გამართულიყო საქართველოსა და ოსმალეთს შორის ზავის დადების შესახებ. ხელს აწერენ: ვალერიან ბაქრაძე, სოლომონ მაჩაბელი, სვიმონ ღვთისავრიშვილი, ვიაჩესლავ ადამოვი, ივანე აფხაზი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 90481; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .