საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 91097

ფაქტი 91097

1921 წლის 30 წლის სექტემბრის „თავისუფალი საქართველო“ (N9-10) იუწყება, რომ საფრანგეთისა და შვეიცარიის სინდიკალისტურ და რადიკალურ გაზეთებში დაიბეჭდა ცნობა (ბათუმიდან) საქართველოში მძვინვარე ტერორის შესახებ, მოყვანილია დაპატიმრებულ სოციალისტთა გვარები (სილ. ჯიბლაძე, ი. რამიშვილი, ალ. ლომთათიძე, გრ. ლორთქიფანიძე და სხვ.), ნათქვამია, რომ პრესა გამოთქვამს შეშფოთებას ოკუპანტთა ბარბაროსული პოლიტიკის გამო, რომ მოსკოვის იმპერიალისტებმა გადააჭარბეს მასწავლებლებს, ნიკოლოზ II-სა და ვილჰელმ ჰოჰენცოლერნს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 91097; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .