საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 91735

ფაქტი 91735

1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N29-30) დაბეჭდილი რუსეთში გადასახლებული ქართველი პატიმრის საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტისთვის 10 მაისს გაგზავნილი წერილის თანახმად, სოლოვეცკის ბანაკში იმყოფებოდნენ: პოეტი კოწია გამსახურდია, მუშა, სოციალ-დემოკრატი კახიძე, ანარქისტი ამბერკი ქარდავა, რომელმაც 43 დღე მარტო იშიმშილა, რომ პოლიტიკურად აღედგინათ, ასევე ერთი მეგრელი, ერთიც უპარტიო აჭარელი გლეხი და სხვ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 91735; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .