საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 92155

ფაქტი 92155

1927 წლის აგვისტოს ჟურნ. „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილი წერილის „აგვისტოს გმირთა ხსოვნას“ ცნობით, ნოე ხომერიკის სამკურნალოდ გადაყვანის შუამდგომლობის პასუხად დუმის თავმჯდომარის, ხომიაკოვისთვის გამოგზავნილ ცნობაში აღნიშნულია, რომ ნოე ხომერიკის ხელმძღვანელობით ჩატარდა სახელმწიფო დუმის სამივე საარჩევნო კამპანია ამიერკავკასიაში, რომლებიც უკიდურეს სოციალისტთა არჩევით დამთავრდა, ის არსებული საზოგადოებრივი და სახელმწიფო წყობილების ყველაზე საშიშ მტერთა კატეგორიას ეკუთვნოდა, ამიტომ მისი სასჯელის შემსუბუქება დაუსჯელობის გრძნობას ჩანერგავდა რევოლუციონერთა შეგნებაში.

წელი:
1927
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ნასამართლეობა
წყარო:
ბრძოლა 1927 | 1 აგვისტო

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 92155; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .