რეგისტრირებული ფაქტები91191
სორტირება თარიღი მზარდობით
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე მაჭავარიანი ზუგდიდის მაზრის მომრიგებელი შუამავალი იყო.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზუგდიდის მაზრის მომრიგებელ შუამავალ ივანე მაჭავარიანს კოლეგიის მრჩევლის წოდება მიენიჭა.
1892
ტიპი: ავტორობა
1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში ისწავლებოდა საღვთო წერილი, ქართული და რუსული ენები, არითმეტიკა და პრაქტიკული გეომეტრია, სამშობლო, რუსეთისა და ევროპის სახელმწიფოების მოკლე გეოგრაფია, ბუნების მეცნიერება, მიწის დამუშავება, მებაღეობა, მებოსტნეობა, ვაზის მოვლა-მოშენება, ღვინის დაყენება, საქონლისა და აბრეშუმის ჭიის მოვლა-მოშენება, მეფუტკრეობა და სასოფლო მეურნეობის ანგარიში, ხატვა, საეკლესიო და საერო გალობა, დურგლობა, მჭედლობა და წიგნების კაზმვა.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია წინამძღვრიშვილი თბილისის მომრიგებელი მოსამართლე და წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლის მზრუნველი იყო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს საფრანგეთის საგეოგრაფიო საზოგადოების წევრმა ალფონს პინარტმა, რომელსაც განზრახული ჰქონდა წიგნის ბეჭდვის ისტორიის შესახებ ნაშრომის შექმნა, თხოვნით მიმართა „ივერიის" რედაქციას, მიეწოდებინათ ცნობები, როდის და ვინ ჩაუყარა საფუძველი საქართველოში წიგნის ბეჭდვას.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს საფრანგეთის საგეოგრაფიო საზოგადოების წევრმა ალფონს პინარტმა, რომელსაც განზრახული ჰქონდა წიგნის ბეჭდვის ისტორიის შესახებ ნაშრომის შექმნა, თხოვნით მიმართა „ივერიის" რედაქციას, მიეწოდებინათ ცნობები მნიშვნელოვანი ქართული წიგნების, ბროშურების, ჟურნალების სახელწოდებების, ფორმატის, გვერდების რაოდენობისა და მათი ქართული სათაურების შესახებ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის სექტემბერში ილია ჭავჭავაძემ თბილისისა და დუშეთის მაზრებში ქოლერის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ვრცელი ანგარიში წარუდგენა თბილისის გუბერნატორ გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძეს.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის სექტემბრიდან ნიკიფორე კანდელაკი ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 13 სექტემბერს სოფელ ოქროყანაში ილია ჭავჭავაძე ივანე პოლტორაცკის დაკრძალვას დაესწრო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 16-18 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ოზურგეთსა და სენაკში გახსნილი მაღაზიებისთვის წიგნების ნისიად მიცემა გადაწყვიტეს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 16-18 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იმსჯელეს კავკავის სკოლის ანგარიშისა და დიღმის სკოლისთვის გაკვეთილების განრიგის შედგენის შესახებ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 16-18 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დადებითად გადაწყდა თონეთის სკოლისთვის წიგნებისა და სასკოლო ინვენტარის გაგზავნის საკითხი.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 16-18 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საქმეთმწარმოებელს დავით ჩუბინაშვილის ბიბლიოთეკის წიგნების კატალოგის შედგენა დაავალეს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 16-18 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამოყვეს თანხა ხელნაწერის „ცხენების აქიმობა“ დასაბეჭდად.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის ოქტომბერში წალკიდან თბილისში საგანგებოდ ჩამოსულმა დეპუტაციამ ილია ჭავჭავაძეს მადლობა გადაუხადა ქოლერის წინააღმდეგ ბრძოლაში აღმოჩენილი დახმარებისათვის.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის ოქტომბრის ბოლოს თელავში გაიმართა თავადაზნაურობის კრება ღვინით ვაჭრობის ამხანაგობის დასაარსებლად, რომელზეც ნიკოლოზ ზაალის ძე ჩოლოყაშვილი წინადადებით გამოვიდა, ამხანაგობის წესდების შესადგენად ილია ჭავჭავაძისთვის მიემართათ.

