საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80982

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ივანე ანტონის ძე ფალავანდიშვილს პატარა თამარაშენსა და ოქონაში 895 დესეტინა სახნავ-სათესი მიწა და საძოვარი ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს კიევის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული ყასაბიშვილი ალექსანდრეს სამისიონერო სასწავლებელში საღვთისმეტყველო საგნების პედაგოგად დანიშნეს.

1896

ტიპი: განათლება

1896-1901 წლებში აკაკი ჩხენკელი რუსეთში (კიევი, მოსკოვი, პეტერბურგი) სწავლობდა იურისპრუდენციას, მუშაობდა სტუდენტთა და მუშათა სოციალისტურ ორგანოში, პარალელურად წერდა სტატიებს ქართულ სოციალ-დემოკრატიულ პრესაში.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნიკოლოზ იაკინთეს ძე ალექსი-მესხიშვილს სოღანლუღში 153 დესეტინა და 2041 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი ადგილები და საძოვრები ჰქონდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს კირილე წილოსანი ლანჩხუთის ბიბლიოთეკის გამგე იყო.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნინო ალექსანდრეს ასულ ერისთავისას ნიკოლოზის ქუჩაზე ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ე. ფილიამ, ექვთიმე ჟოჟიკაიშვილმა, ვ. კალანდაძემ, ა. თავდიშვილმა და ი. სამსონიძემ ნიგოითის სამკითხველოს ათ-ათი შაური შესწირეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ივანე იესეს ძე ებრალიძემ, იაკინთე აროშიძემ, ს. წილოსანმა, ა. ჯორბენაძემ, ა. ორმოცაძემ, მ. ქიქოძისამ და ი. ხალვაშმა ნიგოითის სამკითხველოს თითო-თითო მანეთი შესწირეს.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს სიმონ ილიას ძე ანანიევი ქ. თბილისის სამხედრო საკრებულოში გაიწვიეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ბათუმის საქალაქო სასწავლებელთან ამავე სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს შუამდგომლობით უფასო საჯარო ბიბლიოთეკა გაიხსნა. ბიბლიოთეკისათვის წიგნები შეუწირავს ლევ ნიკოლოზის ძე ტოლსტოისაც.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ნინო ბეჟანის ასული ყიფიანისამ სურამის სახალხო სამკითხველოს 16 მანეთი შესწირა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ილია კიკნაველიძე საქართველო-იმერეთის უწმინდესი სინოდის კანტორის იმერეთის განყოფილების მდივანი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს სოფრომ მგალობლიშვილი გურია-სამეგრელოს ეპარქიის მდივანი იყო, ყარამან ცეცხლაძე – მისი თანაშემწე.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ბაქრაძე მოზდოკის სასწავლებლის პედაგოგი იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

ვალერიან გუნიას შედგენილი „საქართველოს კალენდარი“ მაქსიმე შარაძის სტამბაში იბეჭდებოდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის შემოდგომაზე ფოთში გრიგოლ ღამბაროვი დაიკარგა.

1896

ტიპი: ორგანიზაცია

1896 წელს ივანე კონსტანტინეს ძე ჯაფარიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1896

ტიპი: ორგანიზაცია

1896 წელს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.

1896

ტიპი: სტატუსი

1896 წელს აკაკი წერეთელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.

1896

ტიპი: ორგანიზაცია

1896 წელს ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.

1896

ტიპი: თანამდებობა

ვასილ კიკნაძე იყო თელავის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორი.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს დეკანოზი გაბრიელ ცაგარეიშვილი ქუთაისის პროგიმნაზიაში საღვთო რჯულს ასწავლიდა.