საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80982

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წელს ერეკლე გრიგოლის ძე დეკანოზიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების ხაზინადარი იყო.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წელს ნიკოლოზ მაქსიმეს ძე წუწუნავა, ნიკოლოზ რომანოზის ძე ლეჟავა და გიორგი სტეფანეს ძე გუჯეჯიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების შემოსავალი მხოლოდ საწევრო შესატანს – 93 მანეთს შეადგენდა. გასავალი კი – 33 მანეთსა და 26 კაპიკს.

1915

ტიპი: სტატუსი

1915 წლის 3 იანვარს ბაგრატ ბეთანელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის სხდომაზე საზოგადოების წევრად დაამტკიცეს.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 25 ივნისს ილია სოლომონის ძე ალხაზაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას წევრად მიღება სთხოვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ნოემბერში დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) განაცხადეს, რომ 1916 წლის 7 იანვარს დაარსებული წერაქვის სკოლის შესანახად წელიწადში 3047.85 მანეთი იყო საჭირო.

1882

ტიპი: თანამდებობა

1882 წელს ივანე იოსების ძე გიუნაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წინარეხის სკოლაში ხელსაქმის პედაგოგად მუშაობდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს მარიამ ღიბრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წერაქვის სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ნოემბერში დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) განაცხადეს, რომ 1882 წელს დაარსებული წინარეხის სკოლის შენახვას წელიწადში 3134.52 მანეთი სჭირდებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ნოემბერში დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) განაცხადეს, რომ 1909 წელს დაარსებული ნავთლუღის სკოლის შენახვას წელიწადში 4248.45 მანეთი სჭირდებოდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობამ მღვდელ გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილს ფოთის აგენტობა შესთავაზა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობამ ქაიხოსრო ქაიხოსროს ძე ხერხეულიძეს სურამის აგენტობა შესთავაზა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ნოემბერში დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) განაცხადეს, რომ 1913 წელს დაარსებული შრომის სკოლის შენახვას წელიწადში 6364.94 მანეთი სჭირდებოდა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს გრიგოლ ჩიქვინიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შრომის სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს მარიამ ჩხატარაიშვილისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შრომის სკოლაში ხელსაქმის პედაგოგი იყო.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს იოსებ ჩხატარაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შრომის სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლიდან მარიამ აბდუშელიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორბალოს სკოლის მასწავლებელი იყო.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლიდან მარიამ პავლეს ასული ჯარიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნავთლუღის სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ნოემბერში დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) განაცხადეს, რომ ყალამშის სკოლის (1904 წელს დაარსდ.) შესანახად წელიწადში 1235.40 მანეთი იყო საჭირო.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წლის ოქტომბერში ქაიხოსრო ქაიხოსროს ძე ხერხეულიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას სურამის აგენტობაზე დასთანხმდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 25 ოქტომბერს ქაიხოსრო იაკობის ძე გელოვანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას წევრად მიღება სთხოვა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობამ მიხეილ ივანეს ძე ილურიძეს ოზურგეთის აგენტობა შესთავაზა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908-1919 წლების ოლღა თადეოზის ასული ჭავჭავაძის განცხადების მიხედვით, 5 ბანკში დადასტურებული ვექსილების თანახმად, გარდაცვლილი ილია ჭავჭავაძის ვალის საერთო რაოდენობა შეადგენდა 8150 მანეთს. მევალეები იყვნენ მიხეილ ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი, პეტრე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი და ლევან გიორგის ძე ჯანდიერი.