საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88105

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს იაკობ ფანცხავამ თხოვნით მიმართა ფინანსთა მინისტრს, მიევლინათ იგი თბილისის სახბანკის კანტორაში საბანკო ოპერაციების გასაცნობად.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს იაკობ ფანცხავა მისივე თხოვნით თბილისის სახბანკში საბანკო ოპერაციების გასაცნობად მიავლინეს.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს იაკობ ფანცხავა მეტად უკმაყოფილო დარჩა იმ ფაქტით, რომ არ დაამტკიცეს საფილოქსერო ექსპერტის თანაშემწის თანამდებობაზე.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს იაკობ ფანცხავა თბილისში ეძებდა სამსახურს, რადგან უმუშევრობის გამო ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს, მას შემდეგ რაც საფილოქსერო ექსპერტის თანაშემწის თანამდებობაზე არ დაამტკიცეს, იაკობ ფანცხავა სამსახურიდან წავიდა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს იაკობ ფანცხავამ თბილისის სახბანკის კანტორის გამგეს გადასცა წერილობითი უარი, რომელიც ეხებოდა მის გამგზავრებას ქალაქ პერმში და იქ ბანკის ბუღალტრად მუშაობას. მისი წერილობითი განმარტება გამგეს ფინანსთა მინისტრისთვის უნდა გადაეცა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წელს იაკობ ფანცხავამ უარი თქვა პერმში მუშაობაზე, რადგან იქ სასტიკი ჰავის გამო ვერ წავიდოდა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს, სტუდენტობის დროს, იაკობ ფანცხავა ზაფხულობით ხშირად სტუმრობდა სოფელ ჯიხაიშში მცხოვრებ ნიკო ნიკოლაძის ოჯახს.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს იაკობ ფანცხავა ფილოქსერას პარტიიდან წამოსვლის შემდეგ საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა მატერიალური პრობლემების გამო.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლიდან ფოთიდან გასვლისას ყოველ ჯერზე ბოქაული იაკობ ფანცხავას ნაცნობ-მეგობრებთან არკვევდა სად, როდის და ვისთან მიდიოდა იგი.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს სოფელ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძესთან იაკობ ფანცხავას სტუმრობის შემდეგ ნიკოლაძეების მოურავი ბოქაულმა დაიბარა დასაკითხად.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს ერთ-ერთი, ვინც პოლიციამ დაკითხა იაკობ ფანცხავას პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, მისი თვალის ექიმი, გიორგი ტარსაიძე იყო.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895 წელს გიორგი ტარსაიძე იყო თვალის ექიმი.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს იაკობ ფანცხავას სოფელში ვიზიტის შემდეგ ღამით მის ბიძაშვილ კალისტრატეს სოფლის მამასახლისმა, მისმა მწერალმა, ქუთაისის ბოქაულმა და ჟანდარმერიის ოფიცერმა მიაკითხეს დასაკითხად.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895 წელს კალისტრატე ფანცხავა იყო მღვდელი.

1895

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1895 წელს იაკობ ფანცხავას თვალები აწუხებდა და ექიმ ტარსაიძესთან მკურნალობდა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს იაკობ ფანცხავა ერიდებოდა ნაცნობებთან ღამის გათევას და სასტუმროში ჩერდებოდა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულ იაკობ მედვედევს მის უწყებაში გაახსნევინეს საფილოქსერო ექსპერტის თანაშემწის თანამდებობა. პეტერბურგიდან წამოსული ეს განკარგულება ემსახურებოდა ფილოქსერას კვლევა-ძიების გაძლიერება-გაღრმავებას.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულმა მედვედევმა პეტერბურგიდან მიიღო წინადადება თავის უწყებაში ახალი თანამდებობის გახსნასთან დაკავშირებით − კერძოდ, ექსპერტის თანაშემწისა იმ რაიონებში, სადაც ფილოქსერას მაძიებელთა ჯგუფები მუშაობდნენ.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895 წელს გიორგი წერეთელი იყო საკვირაო გაზეთის „კვალი“ რედაქტორი.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 4 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე „ფირუზას“ ფსევდონიმით აქვეყნებს სატირულ პამფლეტს „ორხმიანი საახალწლო ოპერეტი“ (გაგრძელება).

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 5 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე „ფირუზას“ ფსევდონიმით აქვეყნებს სატირულ პამფლეტს „ორხმიანი საახალწლო ოპერეტი“ (გაგრძელება).

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 6 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე „ფირუზას“ ფსევდონიმით აქვეყნებს სატირულ პამფლეტს „ორხმიანი საახალწლო ოპერეტი“ (გაგრძელება).

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 8 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე „ფირუზას“ ფსევდონიმით აქვეყნებს სატირულ პამფლეტს „ორხმიანი საახალწლო ოპერეტი“. გაგრძელება აღარ გამოქვეყნებულა.