საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88105

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 8 იანვარს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა გიორგი წერეთლის პუბლიკაციის „კვალი. ორი წლის ნაღვაწი“ გაგრძელება. ის წერს, რომ საქალაქო არჩევნებში სომეხთა გამარჯვება სავსებით ლოგიკურია, რადგან მათ ბევრად მეტი ამომრჩეველი ჰყავთ. ის აკრიტიკებს ილია ჭავჭავაძეს და აბსურდულს უწოდებს მის მოთხოვნას ხმების თანაბრად განაწილების შესახებ.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 8 იანვარს გაზეთ „კავკაზში“ დაიბეჭდა, რომ ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან ერთად დაესწრო თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში ალექსანდრე გრიბოედოვის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ზეიმს საახალწლო ნაძვისხესთან. ბავშვებს დაურიგეს წიგნები და ტკბილეული.

1895

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1895 წლის 11 ივლისს ილია ჭავჭავაძემ სამძიმრის წერილი გაუგზავნა პეტრე ნაკაშიძის მეუღლეს, ბაბალეს და დიდი გულისტკივილი გამოთქვა საუკეთესო მეგობრის გარდაცვალების გამო.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 13 იანვარს ილია ჭავჭავაძე გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავე წერილს „ტფილისი, 13 იანვარი“ (დასაწყისი).

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის შუა რიცხვებში ილია ჭავჭავაძე დათანხმდა გიორგი ლასხიშვილის თხოვნას გაზეთ „ივერიაში“ თანამშრომლად მიღების შესახებ. ლასხიშვილი მეორე დღიდან იწყებს მასთან მუშაობას.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის იანვრის შუა რიცხვებში მხატვარმა დავით გურამიშვილმა ახალგაზრდა გიორგი ლასხიშვილი ილია ჭავჭავაძეს წარუდგინა და მისი გაზეთ „ივერიის“ რედაქციის თანამშრომლად მიღება სთხოვა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 17 იანვარს ილია ჭავჭავაძე გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავე წერილს „ტფილისი, 17 იანვარი“ (დასასრული).

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 22 იანვარს გაზეთ „კვალში“ გიორგი წერეთელმა გამოაქვეყნა დასასრული პუბლიკაციისა „კვალი. ორი წლის ნაღვაწი“, რომელშიც გაკრიტიკებული იყო გაზეთი „ივერია“.

1895

ტიპი: გარდაცვალება

1895 წლის 30 იანვარს ძეგ­ლე­ვისა და შქმერის წმ. გი­ორ­გის ეკლესიების მღვდელი გიორგი ნიკოლოზის ძე პაპიძე გარდაიცვალა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვაჭარი იაკობ სვიმონის ძე ნოდია თვეობით ინახავდა განჯაში ჩასულ ქართველებს, ჰქონდა ქართული წიგნსაცავი და იყო ქართული წიგნის მაღაზიის აგენტი.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 9 თებერვალს გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებისთვის შეწირული 763 ცალი „ვეფხისტყაოსნისა“ და ვახუშტი ბატონიშვილის 210 ცალი „საქართველოს ისტორიის“ გაყიდვებიდან შემოსული ფულის ნახევარს ითხოვდა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 9 თებერვალს გიორგი დავითის ძე ქართველიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა 763 ცალი „ვეფხისტყაოსანი“ და ვახუშტი ბატონიშვილის 210 ცალი „საქართველოს ისტორია“.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის თებერვლის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ რვეულში ჩაიწერა მასალები გაზეთ „კვალიდან“ და გააკეთა კრიტიკული კომენტარები. სავარაუდოდ, აგროვებდა მასალას სტატიის დასაწერად.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის გაზაფხულზე იაკობ ფანცხავა საფილოქსერო კომიტეტის ფილოქსერას მაძიებლის პოზიციაზე სამუშაოს მისაღებად თბილისში ჩამოვიდა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის გაზაფხულზე საფილოქსერო კომიტეტი, რომელშიც იაკობ ფანცხავა ირიცხებოდა, სამსახურებრივი დავალებით აპირებდა ფილოქსერას მაძიებელთა გაგზავნას სხვადასხვა მაზრაში.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 2 მარტიდან სინოდის დადგენილებით მღვდელ სიმონ გორდულაძეს ქუთაისის სამაზრო ხაზინიდან პენსია დაენიშნა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 2 მარტიდან სინოდის დადგენილებით ღვთისმშობლის ეკლესიის მოძღვარს, სიმონ გორდულაძეს, ქუთაისის სამაზრო ხაზინიდან პენსია დაენიშნა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 5 მარტს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მოუწოდა, რომ განათლებული პედაგოგები შეერჩიათ და რაიონებში გაეგზავნათ.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 5 მარტს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წინაშე სახალხო სკოლების დადებით მხარეზე ისაუბრა. მისი თქმით, სკოლების გამრავლების შედეგად ხალხში ცოდნამ, ქვეყანაში კი სტამბების რიცხვმა იმატა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 5 მარტს იაკობ გოგებაშვილმა თავის მოხსენებაში განმარტა, რომ ქვეყანაში არსებულ სავალალო მდგომარეობას განათლებული მასწავლებლები გამოასწორებდნენ, რომლებსაც საზოგადოება შეარჩევდა და სკოლებში გაგზავნიდა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 5 მარტს იაკობ გოგებაშვილმა თავის მოხსენებაში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ერის წინსვლის საქმეში სახალხო სკოლების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 5 მარტს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სახალხო სკოლებში არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განათლებული მასწავლებლების შერჩევა და მათთვის მნიშვნელოვანი სამოქალაქო და საგანმანათლებლო მისიის დაკისრება შესთავაზა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 5 მარტს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მისწერა, რომ რაიონებში გაგზავნილ მასწავლებლებს ეტაპობრივად უნდა გამოექვეყნებინათ საკუთარი ნაშრომები და ადგილობრიგი კვლევის შედეგად შესწავლილი საქმე.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 5 მარტს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მისწერა, რომ რაიონებში გაგზავნილ მასწავლებლებს ინვესტორები კერძო სკოლების გახსნით უნდა დაეინტერესებინათ.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 5 მარტს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მისწერა, რომ რაიონებში გაგზავნილ მასწავლებლებს მოსახლეობისგან ზეპირსიტყვიერი მასალა, ფოლკლორის ნიმუშები და ხალხური გამოთქმები უნდა შეეგროვებინათ.