რეგისტრირებული ფაქტები88099
სორტირება თარიღი მზარდობით
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 20 მაისს ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის წლიურ კრებაზე სიტყვა წარმოთქვა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 20 მაისს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის წლიურ კრებას, რომელზეც რევიზიის შედეგები განიხილეს.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 27 მაისს ფინანსთა სამინისტროს არაპირდაპირი მოსაკრებლების დეპარტამენტის დირექტორმა წერილობითი თხოვნით მიმართა ილია ჭავჭავაძეს, როგორც მეღვინეობის დარგში დიდი გამოცდილების მქონეს, რათა მონაწილეობა მიეღო კომისიის მუშაობაში, რომლის მიზანიც ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების გაუმჯობესება იყო.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 9 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო რაფიელ ერისთავის საიუბილეო კომიტეტის სხდომაში, რომელზეც საბოლოოდ უნდა დადგენილიყო საიუბილეო ზეიმის დაწვრილებითი პროგრამა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის პირველ ივნისს ქუთაისის გუბერნატორმა ხელი მოაწერა დადგენილებას შაბათ-კვირას სავაჭრო საქმიანობის 12-დან 6 საათამდე წარმოების შესახებ დადგენილებას. ვაჭრები გლ. კემულარია, იაკინთე ალიბეგოვი და მამაჯანოვი დადგენილებას არ ემხრობოდნენ და საკითხის თავიდან განხილვას ითხოვდნენ.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 9 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია ჭავჭავაძემ ავსტრიიდან გრაცის უნივერსიტეტის პროფესორ ჰუგო შუხჰარდტის წერილი მიიღო. ის ილიას სთხოვდა „ივერიის“ იმ ნომრების გაგზავნას, რომლებშიც დაბეჭდილი იყო დავით ჩუბინაშვილის ნარკვევი „ეთნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა“.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 11 ივნისს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო კონსტანტინე მუხრან-ბატონის სახლში გამართულ თავად-აზნაურთა საგანგებო კრებაში, რომელიც განიხილავდა ქარვასლის შესყიდვის საკითხს.
1895
ტიპი: ავტორობა
1895 წლის 25 ივნისს გაზეთ „ტიფლისკი ლისტოკში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი ერნსტ ლეიდენი აღძრავდა საქმეს „ივერიის“ რედაქტორის ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ. მისი უკმაყოფილება გამოიწვია პუბლიკაციამ, რომლის მიხედვით, თბილისში ვიზიტის დროს ექიმი ლეიდენი პაციენტებს თანხაზე ევაჭრებოდა და ერთ-ერთი მათგანი კონსულტაციის გარეშე დატოვა. ექიმის თქმით, ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია და პუბლიკაცია ცილისწამება იყო.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძეს საგურამოში მიხა ჩოდრიშვილი და გიორგი ლასხიშვილი ეწვივნენ, რათა ხელოსანთა არტელის წესდების პროექტის გაეცნოთ მისთვის. ილიას იდეა ძალიან მოეწონა, რადგან ხელოსნები ჩარჩებს თავს დააღწევდნენ, შენიშნა, რომ წესდებაში მხოლოდ ხელოსანთა უფლებებზე იყო საუბარი და არაფერი იყო ნათქვამი მოვალეობებზე, რაც ასევე გასათვალისწინებელი იყო.
1895
ტიპი: ავტორობა
1895 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სახელით ილია ჭავჭავაძემ წერილი გაუგზავნა საზოგადოების დამხმარე წევრს საჩხერეში ბეჟან წერეთელს მის მაზრაში საწევრო გადასახადების დროული აკრეფის, ცალკეულ წევრთა მისამართების დაზუსტებისა და სააგენტო დავთრების გადაგზავნის თხოვნით.
1895
ტიპი: ავტორობა
1895 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სახელით ილია ჭავჭავაძემ წერილობით მიმართა კირილე ლორთქიფანიძეს, რომ თანდართული სიის მიხედვით შეეგროვებინა საწევრო გადასახადები და დაეზუსტებინა, ხომ არ იყო სიაში ისეთი პირი, რომელსაც აღარ სურდა საზოგადოების წევრობა.

