საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88095

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-19 სასწავლო წელს გორის მაზრის სოფელ გიორგიწმინდაში გაიხსნა სკოლა, სადაც ზაქარია სანაკოევი ასწავლიდა.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე იყო ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების თავმჯდომარე იყო დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის მონაცემებით, სიმონ ივანეს ძე გზელიევი მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული იყო.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის მონაცემებით, გიორგი სიმონის ძე მოსეშვილი ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიული განყოფილების მსმენელი იყო.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის მონაცემებით, აპოლონ ტიტეს ძე სამსონია ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული იყო.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის მონაცემებით, ივანე მარკოზის ძე მაჩაიძე თბილისის კადეტთა კორპუსის სამასწავლებლო კურსების მსმენელი იყო.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წელს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის მოსწავლე ვიქტორ ნიკოლოზის ძე მიხელსონი იყო ეროვნებით სომეხი, აღმსარებლობით მართლმადიდებელი, სოციალური წოდებით ქალაქ თბილისის მოქალაქის შვილი.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წელს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის მოსწავლე არუთუნ (არტემ) არტაშესის ძე შხიანცი იყო ეროვნებით სომეხი, აღმსარებლობით გრეგორიანელი, სოციალური წოდებით ექიმის შვილი.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს არუთუნ (არტემ) არტაშესის ძე შხიანცი სწავლობდა თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის მე-8 კლასის მე-2 განყოფილებაში.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წელს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის მოსწავლე დიმიტრი აზარის ძე შიკანიანცი იყო ეროვნებით სომეხი, აღმსარებლობით გრეგორიანელი, სოციალური წოდებით ნახიჭევანის და ერევნის გუბერნიის სოფელ ცგნაში მცხოვრების შვილი.