რეგისტრირებული ფაქტები2226
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 26 აგვისტოს „სახალხო გაზეთის“ ცნობით, სოფელ საგრეკელოში (თოხლიაური) მდებარე ლევან ჩერქეზიშვილის ბოსელს ცეცხლი გაუჩნდა, ზარალი 2380 მანეთს შეადგენდა.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 26 აგვისტოს „სახალხო გაზეთის“ ცნობით, 24 აგვისტოს სასტუმრო „ვოსტოკში“ მცხოვრებმა მარიამ ალექსანდრეს ასულმ კუდერნისინამ თვითკვლელობის მიზნით საწამლავი დალია. ის მიხეილის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 26 აგვისტოს „სახალხო გაზეთის“ ცნობით, თბილისში ხოლერით დაავადდნენ: გრიგოლ არუთინის ძე ფირუმოვი მეუღლითურთ, ჰუსეინ ნესეიბულის ძე მიასოუტოვი, ვასილ ვართანის ძე ვართანოვი, ნინო ივანეს ასული სვიმონიშვილი, ალექსანდრა ლუკას ასული სავუსკანი და ნანა (ხანუმა) საფაროვა.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, მარტყოფის მცხოვრები ალექსი ბედიანიშვილი უკვალოდ დაიკარგა.
1893
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ქრისტეფორე ჩხეტიანი დაიბადა 1873 წლის 11 მარტს ქუთაისის გუბერნიის ლეჩხუმის მაზრის დაბა ცაგერში.
1856
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ალექსანდრე ლიონიძე დაიბადა 1856 წლის 29 აგვისტოს გორის მაზრის სოფელ სასირეთში.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წლის შემდეგ გიორგი სუმბათაშვილის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები მიუწვდომელია.
1874
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ალექსანდრე მაჭავარიანი დაიბადა 1874 წლის პირველ ნოემბერს თბილისის გუბერნიაში.
1866
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ირაკლი ვეზირიშვილი დაიბადა 1866 წლის 1-ელ აგვისტოს გორის მაზრის სოფელ ოსიაურში.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, მესამე სათათბიროს დეპუტატები: ევ. გეგეჭკორი და კ. ჩხეიძე პეტერბურგიდან დაბრუნდნენ.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ტაია დავითის ძე ჩაჩიბაიამ დააფუძნა სავაჭრო ამხანაგობა „ჩაჩიბაია და ძმები“.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, შინაგან სნეულებათა ექიმი ექვთიმე სვიმონის ძე ვაშაკიძე პაციენტებს ბელინსკის ქუჩა N 18-ში იღებდა.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, შინაგან და ბავშვთა სნეულებების ექიმი ვასილ გიორგის ძე წერეთელი პაციენტებს ივანოვის ქუჩაზე, მოსე ქიქოძის სახლში იღებდა.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, შინაგან და ვენერიულ სნეულებათა ექიმი კონსტანტინე ტყეშელაშვილი პაციენტებს იღებდა ქუთაისში და თბილისში, ფირალოვის სახლში.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ოფთალმოლოგი ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილი პაციენტებს კიროჩნის ქუჩის №9-ში 9-დან 11 საათამდე იღებდა.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ნ. ა. დემიდოვი ქუთაისში კბილის ექიმი იყო.

