საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88095

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ბიძინა ოთარის ძე ჩოლოყაშვილს, ნინო დავითის ასულ ჩოლოყაშვილისას და კონსტანტინე დავითის ძე წერეთელს ახმეტაში 8 დესეტინა და 1140 კვადრატული საჟენი ბაღი ჰქონდათ.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს გიორგი და ზაქარია ივანეს ძე ძინძიბაძეებს ხაშურში ორსართულიანი სახლი და 53 კვადრატული საჟენი მიწა ჰქონდათ.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ანა ივანეს ასულ ბილანოვისას პატარძეულში 13 დესეტინა და 720 კვადრატული საჟენი ბაღი ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ანასტასია ბესარიონის ასულ ჯანდიერს ვაჩნაძიანში 2 დესეტინა და 555 კვადრატული საჟენი ვენახი ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს სტეფანე ვართანის ძე ედიგაროვს სოღანლუღში 2 დესეტინა და 1300 კვადრატული საჟენი ბაღი და ვენახი ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს მალხაზ ბესარიონის ძე ცქიტიშვილს ვეჯინში ერთი დესეტინა და 60 კვადრატული საჟენი საბაღე ადგილები და საძოვარი ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნიკოლოზ გიორგის ძე თარხან-მოურავს სოფელ ახალქალაქში 1 დესეტინა და 880 კვადრატული საჟენი ხეხილი და ვენახი ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს გრიგოლ იოსების ძე ჯავახოვს ზემო ხანდაკსა და ხოვლეში 4 დესეტინა და 40 კვადრატული საჟენი ბაღი, სახნავ-სათესი და საწისქვილე ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ბარბარე მაკარის ასულ თარხან-მოურავს სოფელ ახალქალაქში ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა ბაღითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს რახილ ივანეს ასულ კობახიძეს, სალომე და მართა შიოს ასულ კობახიძეებსა და მათ ძმებს, ზაქარიას, ნიკოლოზსა და ივანეს, გორის მაზრაში 2 დესეტინა და 1420 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი, სამოსახლო და საბაღე ადგილები ჰქონდათ.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს სალომე ადამის ასულ ვაჩნაძეს გურჯაანში 14 დესეტინა და 2171 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი, სამოსახლო და საბაღე ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ალექსანდრე ნიკოლოზის ძე კალატოზოვს ბაკურციხეში 2 დესეტინა და 1348 კვადრატული საჟენი ვენახი ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს დარია ალექსანდრეს ასულ ჩერქეზიშვილისას და ეკატერინე ალექსანდრეს ასულ ვახვახიშვილს კურდღელაურში 7 დესეტინა და 390 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი, საბაღე ადგილები და საძოვრები ჰქონდათ.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს დავით და იოსებ ივანეს ძე ციციშვილებს ქვემო ნიჩბისში 1145 დესეტინა და 800 კვადრატული საჟენი ტყე, ვენახი და საძოვრები ჰქონდათ.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ალექსი ნაზარის ძე ჩითახოვს სოღანლუღში 6 დესეტინა და 1620 კვადრატული საჟენი ვენახი და ბოსტანი ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ია დომინიკეს ასულ ანდრონიკაშვილსა და მის ძმას, ზაზას, ზიარში 18 დესეტინა და 1100 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი და სამოსახლო ადგილები ჰქონდათ.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ვლადიმერ ივანეს ძე ჯანდიერს ვაჩნაძიანში 3 დესეტინა და 1000 კვადრატული საჟენი ვენახი ჰქონდა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს იაკობ გოგებაშვილის წიგნში „ბუნების კარი“ (მე-9 გამოცემა) დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის ლექსები: „ჩიტი“, „ლოცვა“, „ნიკოლოზ ბარათაშვილის სიკვდილზედ“; „სამეურნეო სკოლის გახსნისას სოფელ წინამძღვრიანთკარში წარმოთქმული სიტყვა“; ნაწყვეტები პოემებიდან: „აჩრდილი“, „განდეგილი“, „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“; ნაწყვეტები მოთხრობებიდან: „გლახის ნაამბობი“, „კაცია – ადამიანი?!”

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ივანე როსტომაშვილმა გაზეთ „ივერიის“ რედაქციას თავისი წიგნი „ქართველთა ტომი“ მიუძღვნა წარწერით.

1896

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1896 წელს ილია ჭავჭავაძემ მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან ერთად საგურამოს ახალი სახლის აივანზე ფოტო გადაიღო.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს ალექსანდრე არღუთინსკი-მხარგრძელმა ილია ჭავჭავაძეს მიუძღვნა წიგნი „ამიერკავკასიის რკინიგზის მშენებლობა და ექსპლოატაცია მისი არსებობის 25 წლის მანძილზე 1871-1896“ წარწერით.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ბედოიძე ამიერკავკასიის რკინიგზის სადგურ ყარათაფის აგენტი იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ზაქარია ჭიჭინაძემ გამოსცა ნიკოლოზ ავალიშვილის მიერ თარგმნილი წიგნი „სამშობლოსათვის თავდადება“.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის შემოდგომაზე თბილისის გამგეობამ გადაწყვიტა, საყასბოს მესამე ბეითლად ახალ კურსდამთავრებული სტუდენტი ვართანოვი დაენიშნა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს მრევლიშვილი თიანეთის მაზრის ვეტერინარი იყო.