რეგისტრირებული ფაქტები2119
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1910
ტიპი: მფლობელობა
1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, თბილისში, მუხრანის ქ.N81-ში, მიხეილ ნიკოლოზის ძე კოდალოვთან გლეხთა ამხანაგობა „კახეთის“ ღვინო იყიდებოდა.
1910
ტიპი: მფლობელობა
1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, მიხრან ხანჯიანცის სასტუმრო „კავკაზში“ აბრეშუმის თესლი იყიდებოდა.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, მარიამ (მანია) აბესალომის ასული მამინაიშვილი და ანტონ იესეს ძე მამინაიშვილი ფლობდნენ საკუთარ სახლს მისამართზე − პეტრე დიდის ქ. N25.
1910
ტიპი: მფლობელობა
1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქუთაისში „კიწმარიშვილის და ამხანაგობის“ თესლის გამყიდველი მაღაზია ფუნქციონირებდა.
1910
ტიპი: მფლობელობა
1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ნ. ი. ბოზარჯიანცის სახლი მყიდველებს უმაღლესი ხარისხის პაპიროსებს „ივან და მარის“ სთავაზობდა.
1910
ტიპი: მფლობელობა
1910 წლის 16 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ბათუმში, დონდუკოვ-კორსაკოვის ქუჩაზე, კ. ა. მაჭარაძისა და პ. ა. ჭეიშვილის ავეჯისა და ჭურჭლის მაღაზია ფუნქციონირებდა.
1877
ტიპი: მფლობელობა
1877 წელს თამამშევის ქარვასლაში არტემ ქამალოვმა რესტორანი „ტილიპუჭურა“ გახსნა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს კონსტანტინე მუხრანსკის სახლი მდებარეობდა სწორედ იმ ადგილას, სადაც შემდგომში მთავარი ფოსტის სამმართველოს შენობა აშენდა.
1868
ტიპი: მფლობელობა
1868 წლამდე ნაქონ დუტუ მეგრელის მამის, თომას „ჟამნზე“ ყოფილა მინაწერები მისი გვირგვინკურთხევის, გარდაცვალებისა და ვაჟის დაბადების თარიღებით.
1871
ტიპი: მფლობელობა
1871 წლის 10 დეკემბერს გაზეთ “დროებაში” გამოქვეყნდა სარედაქციო წერილი გ. მ. მირზოევის მიტკლის საქსოვი ფაბრიკის შესახებ.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წლის 4 აგვისტოს თბილისის ოლქის სამმართველოში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო გრიგოლ დავითოვის დუქანი და ფურნე თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, რომლებიც მეპატრონეს ჩამოერთვა ელისაბედ ბალიოზოვის ვალის გადაუხდელობის გამო.
1868
ტიპი: მფლობელობა
1868 წლის 3 სექტემბერს თბილისის სასამართლოში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ძმების, მიხეილ, დავით და იოსებ სვიმონის ძე ხიმშიაშვილების კუთვნილი 48 თუმნად შეფასებული სარდაფიანი დუქანი ეზოთი თბილისის პირველ კვარტალში.
1905
ტიპი: მფლობელობა
1905 წლის 23 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მანაგაძე მადნის მფლობელი იყო.
1905
ტიპი: მფლობელობა
1905 წლის 23 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, არჯევანიძე და ჩხეიძე ბოროწინასა და დაძგვერიაში აბანოებს ფლობდნენ.
1905
ტიპი: მფლობელობა
1905 წლის 23 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გ. ა. ანდრონიკაშვილი გურჯაანში, ახტალაში, მუკუზანში და წინანდალში ვენახებს ფლობდა.
1878
ტიპი: მფლობელობა
1878 წლის 28 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ისაია ფითუაშვილმა ქაღალდის ქარხანა იყიდა.
1917
ტიპი: მფლობელობა
1917 წლის 3 იანვარს დრამატურგიული საზოგადოების წლიურმა კრებამ გამგეობას ვასო აბაშიძის ბიბლიოთეკის შეძენა დაავალა. კრებაზე ითქვა, რომ ვასო აბაშიძე მზად იყო, მისი საკმაოდ მოზრდილი ბიბლიოთეკა, მათ შორის 160 მარტო ქართული პიესა და ასევე ბევრი რუსული, დრამატურგიულ საზოგადოებას 320 მანეთად დაუთმოს.

