რეგისტრირებული ფაქტები80985
სორტირება თარიღი მზარდობით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა რახილ ივანეს ასულ კობახიძის, სალომე და მართა შიოს ასულ კობახიძეებისა და მათი ძმების, ზაქარიას, ნიკოლოზისა და ივანეს, გორის მაზრაში მდებარე 2 დესეტინასა და 1420 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს, სამოსახლო და საბაღე ადგილებს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ბარბარე მაკარის ასულ თარხან-მოურავის სოფელ ახალქალაქში მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს ბაღითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსანდრე ნიკოლოზის ძე კალატოზოვის ბაკურციხეში მდებარე 2 დესეტინასა და 1348 კვადრატულ საჟენ ვენახს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ანა ივანეს ასულ ბილანოვის პატარძეულში მდებარე 13 დესეტინასა და 720 კვადრატულ საჟენ ბაღს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დარია ალექსანდრეს ასულ ჩერქეზიშვილის და ეკატერინე ალექსანდრეს ასულ ვახვახიშვილის კურდღელაურში მდებარე 7 დესეტინასა და 390 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს, საბაღე ადგილებსა და საძოვრებს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დავით და იოსებ ივანეს ძე ციციშვილების ქვემო ნიჩბისში მდებარე 1145 დესეტინასა და 800 კვადრატულ საჟენ ტყეს, ვენახსა და საძოვრებს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსი ნაზარის ძე ჩითახოვის სოღანლუღში მდებარე 6 დესეტინასა და 1620 კვადრატულ საჟენ ვენახსა და ბოსტანს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ვლადიმერ ივანეს ძე ჯანდიერის ვაჩნაძიანში მდებარე 3 დესეტინასა და 1000 კვადრატულ საჟენ ვენახს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ია დომინიკეს ასულ ანდრონიკაშვილისა და მისი ძმის, ზაზას, ზიარში მდებარე 18 დესეტინასა და 1100 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს და სამოსახლო ადგილებს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილის კობიაანთკარში მდებარე 280 დესეტინასა და 2340 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს ადგილებსა და საძოვრებს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნინო ესტატეს ასულ თარხან-მოურავის სათარხნოში მდებარე 217 დესეტინასა და 1825 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს ადგილებს, საძოვრებსა და სათიბებს.
1896
ტიპი: ორგანიზაცია
1896 წლის ნოემბერში მარკოზოვი საურთიერთო დაზღვევის საზოგადოების მმართველობის წევრი იყო.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წლის ნოემბერში პანცერმა და გლუხოვსკიმ თბილისში, სასახლის ქუჩაზე, სარაჯევის სახლის ეზოში, საკერავი მანქანების საწყობი გახსნეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში მღვდელმა გრიგოლ წიკლაურმა სამეურნეო საზოგადოებას თავისი მრევლისთვის ვენახის შესაწამლად ვერმორელის მანქანების, შაბიამნისა და გოგირდის გაგზავნა სთხოვა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის ნოემბერში აბაშის მოსახლეობა ექიმ გალაქტიონ ნადირაძის წასვლის შემდეგ ახალი ექიმის დანიშვნას ითხოვდა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის ნოემბერში თბილისის საყასბოში სამი ბეითალი – დედაბრიშვილი, მელქუმოვი და ვართანოვი – მუშაობდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წლის ნოემბერში პოლკოვნიკი ივანე დიმიტრის ძე რატიშვილი სამგზავრო ეტლს ჰყიდდა. მყიდველებს მისთვის სათავადაზნაურო ბანკში უნდა მიემართათ.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წლის ნოემბერში გიორგი ნიკოლოზის ძე სხირტლაძეს თბილისში, სასახლის ქუჩაზე, სათავადაზნაურო თეატრთან, რესტორანი „ზამთრის ბაღი“ ჰქონდა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის ნოემბერში გუბერნიის ექიმმა ქიქოძემ გამგეობას შეატყობინა, რომ მელქუმოვი მაზრის ბეითალი იყო და აჯობებდა, ქალაქის საყასბოში აღარ ემუშავა.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის ნოემბერში სასამართლომ ს. ი. ზურაბოვსა და მარტირუზოვს გ. ბ. საყვარელიძის გაქურდვისთვის 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის ნოემბერში რედაქტორმა მეშჩერსკიმ ძმები პოლოვცოვების გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოში განცხადება შეიტანა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წლის ნოემბერში ს. ი. ზურაბოვს სასულიერო სემინარიის პირდაპირ მაღაზია ჰქონდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წლის ნოემბერში ღამით ვანო კაკაშვილის სახლს, ბოსელსა და საბძელს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. კაკაშვილს შენობები 1000 მანეთად ჰქონდა დაზღვეული.