საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80992

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 12 ნოემბერს ქუთაისის საბჭომ ალექსი გაბაშვილისა და იაკობ ჩიმაკაძის სამსახურიდან წასვლის საკითხი განიხილა. ვადის ამოწურვის გამო ერთ-ერთ მათგანს საბჭო უნდა დაეტოვებინა. საბჭომ ამ საკითხის განხილვა მომავლისთვის გადადო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 12 ნოემბერს საჭილაოში ფერშალმა სტეფანე გაბილაიამ გზაზე დაყაჩაღებული და თავგატეხილი ურია იპოვა, თავი შეუხვია და თავდასხმის ამბავი აბაშაში მამასახლისს უამბო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 13 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა საფაროვა-აბაშიძისას და ვასილ აბაშიძის მონაწილეობით ოთხმოქმედებიანი კომედია „ბედნიერი დღე“ დადგა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 13 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა მაკო საფაროვა-აბაშიძის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, გამყრელიძის, ივანიძის, ვასილ აბაშიძის, სიმონიძის, ვიქტორ გამყრელიძის, გედევანოვის, კოტე შათირიშვილის, კანდელაკის, ადამიძის და ა. შ. მონაწილეობით სპექტაკლი „მშვენიერი ელენეს მაძიებელნი“ დადგა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 13 ნოემბერს დადგმულ ოპერაში „ევგენი ონეგინი“ ობრაზცოვი ონეგინის როლს ასრულებდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 13 ნოემბერს თბილისის მატარებლის სადგურზე რკინიგზის თანამშრომელ დავით თომაშვილს ფეხებზე მატარებელმა გადაუარა. ის სამკურნალოდ რკინიგზის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 13 ნოემბერს სასახლის ქუჩაზე, თავად-აზნაურთა ქარვასლაში, ბოზარჯიანცის მაღაზია გაქურდეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 13 ნოემბერს კავკასიის რკინიგზის უფროსი ინჟინერი ე. ლ. ვედენეევი თბილისში ჩამოვიდა. იგი კავკასიის რკინიგზის ხარჯთაღრიცხვის წარსადგენად პეტერბურგში იმყოფებოდა.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის 13 ნოემბერს მათე კერესელიძე წმ. ნინოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 14 ნოემბერს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ა. ს. ფირალოვმა ამიერკავკასიაში ქსოვითი საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ მოხსენება გააკეთა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 14 ნოემბრის „ცნობის ფურცელში“ ნიგოითის სამკითხველოს დამაარსებელმა დიმიტრი მაჭუტაძემ სამკითხველოსთვის წიგნებისა და ფულის შემწირველებს მადლობა გადაუხადა. კ. კიკიანის, დიმიტრი კალანდარიშვილის, მ. ორმოცაძისა და გერასიმე ჟოჟიკაიშვილის მიმართ მაჭუტაძემ განსაკუთრებული მადლიერება გამოთქვა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 15 ნოემბერს ივანე ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილის თავმჯდომარეობით კავკასიის საიმპერატორო სამეურნეო საზოგადოების წევრთა კრება გაიმართა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წლის 15 ნოემბრიდან იარალოვისა და ალიხანოვის თუჯის ჩამომსხმელ ქარხანაში ზარების ჩამოსხმა დაიწყეს. ზარებს რუსეთიდან ჩამოყვანილი ხელოსანი ასხამდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის 15 ნოემბერს ტიტულოვანი მრჩეველი ვახტანგ ბარათაშვილი თიანეთის მაზრის პოლიციის ბოქაულად დაინიშნა.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის 16 ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატაში ანტონ ჭიჭინაძისა და პავლე და ივანე ნაფეტვარიძეების საქმეზე ქუთაისის ოლქის სასამართლოს დადგენილება განიხილეს. მათ ბრალი ცრუ ჩვენების მიცემაში ედებოდათ.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის 16 ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატაში იულონ ლომიას საქმე განიხილეს. მას მკვლელობაში ედებოდა ბრალი.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 16 ნოემბერს მადათოვის კუნძულზე ლუკა ისაკაძემ იოსებ ეფრემიძეს დანით ექვსი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. ეფრემიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ჭრილობები სიცოცხლისთვის საშიში არ აღმოჩნდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 16 ნოემბერს პოლიცმაისტერი ლ. პ. მასტიცკი ორი კვირით რუსეთში გაემგზავრა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 16 ნოემბერს ვაჭარმა მამედ ჰაჯი თაიროვმა პოლიციაში განაცხადა, რომ სარაჯევის ქარვასლაში მდებარე მისი ოთახიდან 2200 მანეთი და ფასიანი ქაღალდები მოჰპარეს.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 16 ნოემბერს კავკასიის ექიმების კრებაზე ექიმმა მამინოვმა წაიკითხა მოხსენება პასტერის წამლით ხუნაგის მკურნალობის შესახებ. ამ წამლით მკურნალობის დროულად დაწყების შემთხვევაში პაციენტები სრულიად იკურნებოდნენ.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის 16 ნოემბერს ერწოს ნაწილის ბოქაულმა თელავის საკათედრო ტაძრის ძარცვის მონაწილეები, შაქრო ბოჭორიძე და სანდრო ნადირაშვილი დააკავა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 17 ნოემბერს სათავადაზნაურო თეატრში სუსლოვისა და სუხოდოლსკის ლოტბარობით მალაროსების დასის წარმოდგენა გაიმართა. ამ დასში ზარნიცკაიაც მღეროდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 17 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა მაკო საფაროვის, ეფემია მესხის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, კოტე ყიფიანის, ვასო აბაშიძის და კოტე მესხის მონაწილეობით დადგა სპექტაკლები: „პოეტი და კაროლი“, „პირველი ბუზი“ და „ადვოკატთან“.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 17 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა დადგა ვალერიან გუნიას გამოსათხოვარი წარმოდგენები – „პოეტი და კოროლი“, „პირველი ბუზი“ და „ადვოკატთან“.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 17 ნოემბერს იოზეფ დრევნიცკი თბილისის საველოსიპედო მოედნიდან აეროსტატით ჰაერში ავიდა და იქიდან პარაშუტით დაეშვა.