რეგისტრირებული ფაქტები88095
სორტირება თარიღი მზარდობით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 16 ოქტომბერს ქუთაისიდან გამგზავრების სამზადისში მყოფ პრინც კონსტანტინე ოლდენბურგს ქუთაისელებმა გამოსამშვიდობებელი ვახშამი გაუმართეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 18 ოქტომბერს ნასვამმა გიორგი კუხიაშვილმა სუმბათოვის ქუჩაზე მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ალექსანდრა ლუკიანოვისა დანით დაჭრა. ქალი გარდაიცვალა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 18 ოქტომბერს სასახლის ქუჩაზე ცხენის რკინიგზის კონდუქტორმა ალექსანდრე ტოლინსკიმ მგზავრ სოფია მეკლერს სილა გაარტყა. კონდუქტორი პოლიციამ დააკავა.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის 18 ოქტომბერს ხვედურეთიდან რუისში მიმავალი სოლომონ მღებრიშვილი და პეტრე გოგინაშვილი ბორანზე არ ავიდნენ და მტკვრის გადაცურვა სცადეს. ნასვამი მღებრიშვილი წყალმა წაიღო და დაიხრჩო.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის 19 ოქტომბერს დაღესტნის სამხედრო გუბერნატორის თანაშემწე, გენერალ-მაიორი ტიხანოვი შავიზღვისპირეთის გუბერნატორად დაინიშნა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 20 ოქტომბრიდან ფ. თავდგირიძის ინიციატივით სუფსის სამრევლო სკოლაში კვირაში ორჯერ სახალხო კითხვის დღეები ეწყობოდა. მსმენელისთვის თვითონ თავდგირიძეც კითხულობდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 20 ოქტომბერს ქუთაისის ინტელიგენციამ სხდომა გამართა ქართული გაზეთის დაარსების შესახებ. კრების გადაწყვეტილებით, გაზეთისთვის „შრომა“ უნდა დაერქმიათ, რედაქტორი პავლე ალექსანდრეს ძე თუმანიშვილი უნდა ყოფილიყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 20 ოქტომბერს რომანოზ იაგორის ძე ჯავახიშვილმა პოლიციაში განაცხადა, რომ მოსამსახურემ 152 მანეთი მოჰპარა და გაიქცა. პოლიციამ მოსამსახურე დააკავა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 21 ოქტომბერს მთავარმართებლის თანაშემწე, გრაფი ტატიშჩევი, კავკასიის არმიის კორპუსის მეთაური ივანე ამილახვარი და სხვ. სიონის ტაძარში ნიკოლოზ II-ის გამეფების თარიღის აღსანიშნავ სადღესასწაულო წირვას დაესწრნენ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 21 ოქტომბერს, ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე რომანოვის გამეფების სადღესასწაულო დღეს, სიონის ტაძარში ეგზარქოსმა ვლადიმერმა გორის ეპისკოპოს ალექსანდრესთან ერთად წირვა და სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 21 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ შეადგინა პირობის წიგნი, რომლის მიხედვით სოფელ თაქლაში მცხოვრებ ნავრუზა ყურბან-ოღლის საგურამოში მისი პირუტყვის მოვლა ევალებოდა.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის 22 ოქტომბერს რუსეთიდან ჩამოასვენეს ნიკოლოზ ტარიელის ძე დადიანი ახალ სენაკში დაკრძალეს.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის 22 ოქტომბერს ტრიფონ კალანდარიშვილმა ნიკოლოზ ტარიელის ძე დადიანის დაკრძალვაზე გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვა.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის 22 ოქტომბერს არისტო კალანდარიშვილმა ნიკოლოზ ტარიელის ძე დადიანის პანაშვიდი გადაიხადა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 23 ოქტომბერს პრინცი კონსტანტინე ოლდენბურგი ოჯახთან ერთად ქუთაისიდან საზღვარგარეთ გაემგზავრა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის 23 ოქტრომბერს კავკასიის მკურნალთა საზოგადოების სადგომში გამართულ პეტერბურგის ექიმების დამხმარე საზოგადოების თბილისის განყოფილების კრებაზე ე. მაღალაშვილი საზოგადობის მოსამართლედ აირჩიეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 23 ოქტომბერს პეტერბურგში რუსეთის ფუტკრის მომშენებელი საზოგადოების კრება გაიმართა. სხდომას კავკასიის ფუტკრის მომშენებელი სამმართველოს თავმჯდომარემ, ნ. ნ. შავროვმა შესთავაზა, რომ მომავალ წელს კრებები გაემართათ თბილისში, კავკავში, ეკატერინოდარში და სხვ. კრებამ შავროვის წინადადება მოიწონა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 23 ოქტომბერს კონსტანტინე ივანეს ძე მუხრანბატონმა სათავადაზნაურო სკოლის მმართველ კომიტეტთან ერთად სკოლისთვის პანსიონის ასაშენებლად განკუთვნილი ადგილი დაათვალიერა.

