რეგისტრირებული ფაქტები81232
სორტირება თარიღი მზარდობით
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 26 აპრილის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ სანამ კრავჩენკოს თბილისის საბაღოსნო სკოლის მმართველად დანიშნავდნენ, ის ასტრახანის საბაღოსნო სკოლის მმართველად მუშაობდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 26 აპრილის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ოზურგეთში პლატონ ბერიძის ორგანიზებით დაარსდა სპეციალური წრე მათთვის, ვისაც თამბაქოსთვის თავის დანებება უნდოდათ. თუკი ამ წრეში ჩაწერის შემდეგ ადამიანი მაინც მოწევდა, ის ვალდებული იყო ოზურგეთის წიგნსაცავისთვის ხუთი მანეთი გადაეხადა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 27 აპრილს საჩხერეში დანიშნული კრების თავმჯდომარედ ანეპოდისტე მაჩაბელი აირჩიეს. კრებაზე გადაწყდა, საწევრო ფული მოგროვებინათ, რათა ამხანაგობა „შუამავლისთვის“ეთხოვათ, რომ სავაჭრო ცენტრის განყოფილება საჩხერეშიც დაეარსებინათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 27 აპრილს დიდუბეში დოღი გაიმართა, რომელშიც პირველი ადგილი ნ. პ. მხეიძის ცხენმა დაიკავა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 27 აპრილის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, თედიაშვილი თბილისის სახელოსნო სასწავლებლის ზედამხედველად აირჩიეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 27 აპრილს იაკობ ფანცხავა გამოცხადდა ფოთის ქალაქისთავ ნიკო ნიკოლაძესთან.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 27 აპრილს ნიკო ნიკოლაძემ იაკობ ფანცხავა დანიშნა ქალაქ ფოთის გამგეობისა და ქალაქის საბჭოს მდივნად.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 27 აპრილიდან იაკობ ფანცხავა მუშაობდა ფოთის გამგეობისა და ქალაქის საბჭოს მდივნად.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
28 აპრილს კავკასიის ოლქის სამხედრო სასამართლომ განიხილა მოლჩანოვის მკვლელობის საქმე. დანაშაული თავად აღიარა აბდულ ომარ ოღლიმ. მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 28 აპრილს გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა თბილისში მყოფი ყველა ჯარისკაცი დიღმის მინდორზე შესაფასებლად დაიბარა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 29 აპრილის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ მიტროპოლიტმა ვლადიმერმა გიორგი შარვაშიძეს სოფელი დიღმის მოსახლეთა განაჩენის დამტკიცების დაჩქარება სთხოვა, რომელიც სოფელ დიღომში ერთკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლის დაარსებას გულისხმობდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 29 აპრილს კავკასიის სამეურნეო საზოგადოებამ სერგეი ალექსანდრეს ძე შერემეტევის ნაცვლად პრეზიდენტად გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი აირჩია.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 30 აპრილის „ცნობის ფურცლის“ ინფორმაციით, ნიკოლოზ აფხაზმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს სხვადასხვა ნივთი შესწირა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 30 აპრილის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ელისაბედ ყაზბეგმა, ლუკა რაზიკაშვილმა და ეკატერინე ამილახვარმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს სხვადასხვა ნივთი შესწირეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 30 აპრილის „ცნობის ფურცელი“ იუწყება, რომ ალექსანდრე ყიფშიძემ, ანა პავლიაშვილმა და იაკობ ცინცაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს სხვადასხვა ნივთი შესწირეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 30 აპრილის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ ივანე ნასიძემ, გრიგოლ ჯავახიშვილმა და დავით დოდაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს სხვადასხვა ნივთი შესწირეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის მაისში ივანე რატიშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან დაევალა სენაკის სათავადაზნაურო სკოლის რევიზია.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 1-ლ მაისს სოფელ თონეთის სკოლა დაათვალიერა სკოლის ინსპექტორმა პავლოვმა, რომელმაც რუსულ ენაში შესამჩნევი წარმატება აღნიშნა.
1897
ტიპი: ღონისძიება
თბილისის საგუბერნიო მმართველობის განცხადებით, 1897 წლის 1-ელ მაისს განსვენებული იაგორ დავითის ძე წოვიანოვის ორი მამული უნდა გაეყიდათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
თბილისის საგუბერნიო მმართველობით განცხადებით 1897 წლის 1-ლ მაისს ივანე სარქისას ძე არუთუნოვის ორსართულიანი სახლი უნდა გაეყიდათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
თბილისის საგუბერნიო მმართველობის განცხადებით 1897 წლის 1-ელ მაისს ნინა გიორგის ასული ასლამაზოვის ერთსართულიანი სახლი უნდა გაეყიდათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
თბილისის საგუბერნიო მმართველობის განცხადებით 1897 წლის 1-ელ მაისს უნდა გაეყიდათ სოლომონ ივანეს ძე შაბუროვის ერთსართულიანი დუქნები სარდაფით.
1897
ტიპი: ღონისძიება
თბილისის საგუბერნიო მმართველობის განცხადებით 1897 წლის 1-ელ მაისს უნდა გაეყიდათ იოსებ იაკობის ძე ანდრონიკაშვილის ორსართულიანი სახლი ფლიგელითა და სარდაფით.