საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89813

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის 14 დეკემბერს გარდაიცვალა მცირე გომარეთის სამრევლოს მღვდელი საბა პაპანდოპულო.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის 14 დეკემბერს გარდაიცვალა Ახმეტის წმინდა კვირიკე და ივლიტას ეკლესიის მღვდელი ვასილ როსტომაშვილი.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის 19 დეკემბერს ქუთაისის ოლქის სასამართლოს „ჩერნომორსკი ვესტნიკის“ რედაქტორის, გრიგოლ პალმის საქმე უნდა განეხილა. მას ბათუმელი კომისიონერი ჰაჯი-რიზა აბაევი ცოლის წამებაში ადანაშაულებდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს ტერენტი ნიკოლოზის ძე წერეთელი მასწავლებლად მუშაობდა ბათუმის სკოლაში.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

არჩილ იოსების ძე ხოხობაშვილი 1897 წელს თბილისის გუბერნიის ახმეტის მაზრის სოფ. მატანში დაიბადა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს პავლე იაკობის ძე იზაშვილის წერილი ჟურნალ „კავკაზში“ დაიბეჭდა.

1897

ტიპი: განათლება

1897 წელს კონსტანტინე ანდრონიკაშვილმა სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა.

1897

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 1897 წლის ანგარიშის მიხედვით, ოლღა ბეჟანიშვილს, რომელიც გამგეობის მინდობილობით თარგმნიდა წიგნს „ასი ამბავი“, მისცეს 30 მანეთი.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს მედიცინის დოქტორი ალექსანდრე ანდრიას ძე პავლოვსკი თბილისის მიხაილოვის საავადმყოფოს მთავარ ექიმად მუშაობდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლამდე კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე ქუთაისის მეორეხარისხოვან კერძო სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობდა.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წელს ილარიონ ტარიელის ძე ლორთქიფანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წელს მარიამ ლუარსაბის ასული კიკნაძისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს თევდორე კიკვაძე იყო ჟურნალის „აკაკის თვიური კრებული“ რედაქციის გამგე.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897-1898 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხომის ოქმის მიხედვით, იოსებ გრიგოლის ძე შვილევი იყო კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის ხაზინადარი.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წელს სტეფანე მიხეილის ძე დათაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წელს ონისიმე ზაქარიას ძე ცერცვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ბაგრატიონ-დავითაშვილისამ წარმოადგინა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებელი ყულაბა, რომელშიც აღმოჩნდა 1 მან. 15 კაპ.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წელს სამსონ სოფრომის ძე იმნაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.