რეგისტრირებული ფაქტები81232
სორტირება თარიღი მზარდობით
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 31 ივლისს სოფელ გომში რევაზ გვერდწითელმა რევოლვერით მოკლა გიორგი ქურდოვანიძე. როგორც გაირკვა, ამ ორ საგვარეულოს შორის დიდი ხნის კონფლიქტი ჰქონდათ მამულის გაყოფის თაობაზე.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის აგვისტოში თბილისში გამართულ საზაფხულო პედაგოგიურ კურსებზე გაკვეთილები ჩაატარეს ბერძენიშვილმა და გრიგოლ მაჭარაშვილმა.
1897
ტიპი: ორგანიზაცია
1897 წლის აგვისტოში ალექსანდრე სერგეევი თბილისის სადაზღვევო საზოგადოების მთავარი გამგებელი იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის აგვისტოში როსინსკი თბილისის სააბრეშუმო სადგურის ბაქტეოროლოგიური განყოფილების გამგე იყო. იგი თანამდებობის დატოვებას აპირებდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის აგვისტომდე პიტრულენკო თბილისის სააბრეშუმო სადგურის მეფუტკრე იყო. მან თანამდებობა გაურკვეველი მიზეზით დატოვა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის აგვისტოში კოვრაისკი თბილისის სააბრეშუმო სადგურის გამგე იყო. იგი თანამდებობის დატოვებას აპირებდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 აგვისტოს ლანჩხუთის სკოლის დარბაზში ვალერიან გუნიას ხუთმოქმედებიანი დრამა „და-ძმა“ წარმოადგინეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 4 აგვისტოს თბილისში, ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში, გადაიხადეს ი. ა. აბაშიძის პანაშვიდი, რომელსაც დაესწრნენ თეოდორ ბიკოვი და ა. ლოლაძე.
1897
ტიპი: მფლობელობა
1897 წლის 5 აგვისტოს ქუთაისის ოლქის სასამართლოს დარბაზში უნდა გაეყიდათ ეკატერინე სიმონის ასული ერისთავის მამული, რომელიც სოფელ ჩოხატაურში მდებარეობდა.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 6 აგვისტოს ბაკურიანიდან სურამში სავაჭროდ წასული დავით კოჟიაშვილი უგზოუკვლოდ დაიკარგა.
1897
ტიპი: მფლობელობა
1897 წლის 7 აგვისტოს „ცნობის ფურცელი“ წერდა, რომ იარალოვისა და ალიხანოვის ქარხანაში იყიდებოდა ბორჯომის მინერალური წყლის ჩამოსასხმელი ბოთლები და სხვა უამრავი ნივთი.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 7 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბ. ჯაყელი შორაპნის მაზრის უფროსი იყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 7 აგვისტოს მღვდელ მ. ტყემალაძის ოჯახზე თავდასხმის შემდეგ მძარცველები სურამის მთისკენ გაიქცნენ. მათ შორაპნის მაზრის უფროსი ბ. ჯაყელი დაედევნათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 7 აგვისტოს ლანჩხუთის სკოლის დარბაზში წარმოდგენილ საქველმოქმედო სპექტაკლში უშანგი კვიტაიშვილი და მამულაიშვილი მონაწილეობდნენ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 7 აგვისტოს ლანჩხუთის სკოლის დარბაზში წარმოდგენილ საქველმოქმედო სპექტაკლში ლაზარე ჯორბენაძე მონაწილეობდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1987 წლის 7 აგვისტოს ლანჩხუთის სკოლის დარბაზში ქველმოქმედების მიზნით წარმოდგენილი სპექტაკლის ბილეთების გაყიდვას დარია ქავთარაძისა მეთაურობდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1987 წლის 7 აგვისტოს ლანჩხუთის სკოლის დარბაზში წარმოდგენილ ვალერიან გუნიას დრამატულ სპექტაკლს „და-ძმა“ ბევრი მაყურებელი დაესწრო. შემოსავალი 70 მანეთს აღემატებოდა.