რეგისტრირებული ფაქტები92415
სორტირება თარიღი მზარდობით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისელი სომეხი კოსტანიანი ფლორენციის თეატრებში მღეროდა. იგი იტალიაში განათლების მისაღებად იყო წასული.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში ინჟინერმა ე. ლ. ვედენეევმა უმაღლეს მთავრობაში განცხადება შეიტანა რკინიგზის თანამშრომლებისთვის მიწების შეძენის გამარტივების თაობაზე. მიწის საფასური რკინიგზის სამმართველოს უნდა გადაეხადა და შემდეგ მფლობელისთვის ხელფასიდან დაექვითა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის ნოემბერში ბორჩალოს მაზრის უფროსის უმცროსი მოადგილე ალ. აფხაზი თელავის მაზრის უფროსის უფროს მოადგილედ დაინიშნა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის ნოემბერში თელავის მაზრის უფროსის უფროსი მოადგილე ინდუევი ახალქალაქში იმავე თანამდებობაზე გადაიყვანეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში გორის სემინარიის დირექტორმა ალექსანდრე სლოვინსკიმ სემინარიის მოსწავლეთა კარგი მასპინძლობისთვის წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის მზრუნველს, ილია წინამძღვრიშვილს მადლობა გადაუხადა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში ფრანგი მეცნიერი შანტრი სამეცნიერო კვლევისთვის თბილისში გეგმავდა ჩამოსვლას.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის ნოემბერში თბილისის გუბერნატორმა გრიგოლ ნახშუმოვი და გიორგი ოქროპირიძე დეპუტატებად დაამტკიცა.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის ნოემბერში პოლიციელ საღურ-ოღლის მკვლელობასა და იუნკერ შერვაშიძის დაჭრაში ბრალდებულები ქვემო აჭარის უფროსთან თვითონ გამოცხადდნენ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში კიწიას დეპუტატის, ხუხუას სახლს ავაზაკები დაესხნენ თავს და გაქურდეს.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის ნოემბერში დუშეთში ამირაღოვს თავისმა გამყიდველმა, ალექსანდრე შავერდოვმა მაღაზიიდან 50 თუმანი მოჰპარა. დამნაშავემ დანაშაული აღიარა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 2 ნოემბერს კავკასიის მთავარმართებლის მოადგილის, გრაფ ტატიშჩევის ბრძანებით აკურთხეს ახალი სახელმწიფო თეატრი, რომელშიც 3 ნოემბერს სადღესასწაულო წარმოდენა გაიმართა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 2 ნოემბერს თბილისის კლუბში არმენ ტიგრანის ძე ტიგრანიანის კონცერტი გაიმართა. კონცერტში მონაწილეობას ივანე სარაჯიშვილი და ვიქტორ ვილშაუც იღებდნენ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 2 ნოემბერს ტიგრან სტეფანეს ძე შახბაზიანის სამუშაო ოთახი გაქურდეს. მან ქურდობის შესახებ პოლიციის მე-9 განყოფილებაში განაცხადა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 2 ნოემბერს თბილისის სასულიერო სემინარიის პედაგოგი გიორგი საძაგლიშვილი ბერად აკურთხეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 2 ნოემბერს ავლაბარში იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილს ბოღჩა მოჰპარეს. გამოძიების დაწყების შემდეგ ქურდმა ბოღჩა პოლიციის ეზოში დატოვა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 2 ნოემბერს ვაზიანთან ილიკო ხიტაშვილსა და ივანე მარტიაშვილს თავს დაესხნენ. მარტიაშვილმა ერთ-ერთი თავდამსხმელი მოკლა.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის 2 ნოემბერს სკრაში გორის რაზმის ჩაფარმა თემო კაბულაშვილმა ღორების ქურდობისთვის ოსი ჯიბო კაკაშვილი და მისი ვაჟი გრიშა დააკავა, მაგრამ ჯიბო კაკაშვილმა კაბულაშვილი მოკლა და შვილთან ერთად გაიქცა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 3 ნოემბერს სერჟანტმა ო. ჩოჩიევმა თემო კაბულაშვილის მკვლელობისთვის ჯიბო კაკაშვილი და მისი ვაჟი გრიშა დააკავა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 3 ნოემბერს კაპიტანი ივანე ლევანის ძე მელიქოვი სწრაფად მოძრავი ეტლით ტრამვაის ვაგონს შეეჯახა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 3 ნოემბერს პოლიციელმა შუსტოვმა საგურამოელი ქურდი დააკავა, რომელმაც სვიმონ ნაბიჭვრიშვილს სახელოსნოდან წაღები მოჰპარა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 3 ნოემბერს სოხუმის თეატრში აღათი შარვაშიძის ინიციატივით დაიდგა 3 სპექტაკლი – „ძუნწი“, „ცოლი თუ გინდათ, ეს არის“, „ოინი თუ გინდათ, ეს არის“. სპექტაკლებიდან შემოსული თანხა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის უნდა გადაეცათ.

