რეგისტრირებული ფაქტები92415
სორტირება თარიღი მზარდობით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 6 ნოემბერს ფოთში ლუკა კუპრაძის სახლში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობაში ქალაქის მოურავი ნიკო ნიკოლაძე და გამგეობის წევრი ლუარსაბ ყრუაშვილიც მონაწილეობდნენ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 7 ნოემბერს ინსტიტუტის ქუჩაზე აღათი ბერეჟინისას სარქისა პეტრუსოვმა საფულე მოჰპარა. პეტრუსოვი პოლიციამ დააკავა.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის 7 ნოემბერს ივანე პავლეს ძე სიდამონიძეს მომრიგებელმა მოსამართლემ ცოლზე ძალადობისათვის ერთი თვით პატიმრობა მიუსაჯა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 7 ნოემბერს ხარიტონ მორჩილაძე თბილისი-ბათუმის მატარებლიდან ლანჩხუთში გადმოვარდა და მძიმედ დაშავდა.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის 7 ნოემბერს ალექსანდრე ილჩენკოს ცხენით ოფიცერი დაეჯახა. ილჩენკო მიხეილის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მძიმე ჭრილობების გამო მალევე გარდაიცვალა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 7 ნოემბერს შაქარა ალავერდიშვილმა თივის დაწვის თაობაზე გორის პოლიციის განყოფილებაში საჩივარი შეიტანა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის 8 ნოემბერს გიორგი ზურაბის ძე ქანანოვი ქალაქის საბჭოს საქმისმწარმოებლად დაინიშნა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 8 ნოემბერს კლასიკური გიმნაზიის დირექტორის მზარეულს, გიორგი ჩახუას, სამზარეულოდან ნივთები მოჰპარეს. ჩახუამ მომხდარის შესახებ პოლიციაში განაცხადა.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის 8 ნოემბერს რკინიგზის თანამშრომლის ცოლი სავიცკაია გარდაიცვალა. ექიმ ნიკოლოზ ხუდადოვის დასკვნით სავიცკაია მოწამლული იყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 8 ნოემბერს კავკასიის არმიის კორპუსის მეთაური ივანე გივის ძე ამილახვარი, ტატიშჩევი, კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი კირილე პეტრეს ძე იანოვსკი, ზავადსკი და სხვ. თბილისის იუნკერთა სასწავლებლის ეკლესიის კურთხევის ცერემონიას დაესწრნენ.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის 8 ნოემბერს სათიხართან ახლოს ვანო ზურაბის ძე ლაფაჩის გვამი აღმოაჩინეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 9 ნოემბერს თეატრის ბილეთებით ვაჭრობისთვის სახელმწიფო თეატრში იაგორ ყულიევი და გიორგი საათოვი დააკავეს.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის 9 ნოემბერს კუკიის ხიდზე ვანქის ტაძრის მოძღვარი გევორქ გალუსტიანი გარდაიცვალა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 9 ნოემბერს კოლეგიის ასესორ ნიკოლოზ სიმონის ძე არეშოვს ეტლი დაეჯახა. მეეტლე დააპატიმრეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 10 ნოემბერს კოლეგიის მდივნის, ივანე ანტონის ძე იაროშევიჩის მოსამსახურე ტატიანა შჩერბაკოვისა ყელზე თავისი ხელით მიყენებული ჭრილობით მთაწმინდაზე იპოვეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 10 ნოემბერს კოლეგიის მდივანმა ივანე ანტონის ძე იაროშევიჩმა პოლიციაში განაცხადა, რომ დილის 5 საათზე მისი მოსამსახურე ტატიანა შჩერბაკოვისა შინიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 10 ნოემბერს სახლში მიმავალ გაბრიელ დარჩიას ვიღაცამ ზურგში ხანჯალი ჩაარტყა და დაჭრა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 10 ნოემბერს ოჩამჩირის ბლაღოჩინმა იოანე კერესელიძემ ილორის ეკლესიაში წირვა ჩაატარა.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის 11 ნოემბერს გამართულ ქალაქის საბჭოს სხდომაზე ქალაქისთავის მოადგილე ივანენკომ საბჭოს პეტერბურგში გენერალ ალხაზოვის გარდაცვალების ამბავი შეატყობინა და 12 ნოემბერს ვანქის ტაძარში პანაშვიდზე წასვლა შესთავაზა. საბჭომ ივანენკოს წინადადება მიიღო.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის 11 ნოემბერს თბილისის მოქალაქეთა გამგეობის მდივნად ნ. ა. რევაზოვის ნაცვლად მ. პავლოვი დაინიშნა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის 11 ნოემბერს ქალაქის საბჭოს სხდომაზე გამგეობის მეოთხე წევრად პ. მ. არღუთინსკი აირჩიეს.

