რეგისტრირებული ფაქტები89807
სორტირება თარიღი მზარდობით
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის თებერვალში სიღნაღის მაზრის მმართველობის რეგისტრატორი, ბეგიაშვილი იმავე მმართველობის თარჯიმნად დაინიშნა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის თებერვალში ვასილ კვანჭახაძე წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის თებერვალში ფარნაოზ კიკნაძე წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის თებერვალში მიხეილ თუმანიშვილი წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის თებერვალში იოსებ სანებლიძე წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის თებერვალში კონსტანტინე ქორქაშვილი წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის თებერვალში თბილისის საკომერციო ბანკის დირექტორად ამ თანამდებობის დროებით აღმსრულებლად ა. მ. თამამშევი აირჩიეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის თებერვალში ფრიდონ გურგენიძემ ნაძალადევის მაცხოვრებლებს აცნობა, რომ შეუძლიათ წირვა-ლოცვის მოსასმენად ნაძალადევის სამრევლო სკოლაში იარონ. ამ ამბავმა ძალიან გაახარა მრევლი, რადგან იმ პერიოდში ნაძალადევში ეკლესია არ ჰქონდათ.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის თებერვალში თბილისის ერთ-ერთ ლუდხანაში ქალაქის მე-9 ნაწილის ბოქაულმა, ზაზულევიჩმა და მისმა თანაშემწემ, ბაბალოვმა, კატორღიდან გამოქცეული იმერელი ავაზაკი სარდიონ ბიჭიაშვილი შეიპყრეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის თებერვალში გზის უფროსმა ვედენეევმა უმთავრესი სახელოსნოს უფროსს დაავალა, შეეკვეთა დეზინფექციის სამი კამერა და შესასხურებელი მანქანები შავი ჭირის საწინააღმდეგოდ.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის თებერვალში თბილისის სამოსამართლო პალატის მდივანმა ალექსანდრე არეშოვმა დიმიტრი მუსხელიშვილს უჩივლა იმის გამო, რომ მან მუშაობის დროს შეურაცხყოფა მიაყენა. საჩივარი პროკურორის თანაშემწე ა. გ. რიბინმა განიხილა, საბრალდებო ოქმი შეადგინა და საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის განყოფილებას გადასცა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 2 თებერვალს ოზურგეთში გამართულ გურიის სავაჭრო ამხანაგობა „შუამავალის“ მორიგ კრებაზე ითქვა, რომ საზოგადოების ნაწილი ეჭვით უყურებდა ამხანაგობის საქმეებს. „შუამავალის“ მმართველის, კონსტანტინე თავართქილაძის განცხადებით, იგი მზად იყო, ეჭვების გასაქარწყლებლად სამი კაცი აერჩიათ, რომლებიც მის მუშაობას გააკონტროლებდნენ. მათგან ერთ-ერთი უნდა ყოფილიყო აღებ-მიცემობის საქმის მცოდნე და ვაჭრობაშიც გამოცდილი ფილიპე გოგიჩაიშვილი.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 3 თებერვალს რომის კათოლიკეთა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში დანიშნული იყო იაკობ იოსების ძე ლაზარაშვილი პანაშვიდი.
1897
ტიპი: მფლობელობა
1897 წლის 3 თებერვალს თბილისის საგუბერნიო მმართველობის განცხადებით უნდა გაყიდულიყო სოლომონ კუხიევის ერთსართულიანი სახლი, რომელიც სოლოლაკში მდებარეობდა. სახლი იყიდებოდა 216 მანეთად.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 თებერვალს ოზურგეთში გურიის სავაჭრო ამხანაგობა „შუამავლის” კრება გაიმართა. კრებაზე იაგ. თაყაიშვილმა განაცხადა, რომ ხაზინადრის თანამდებობის დატოვება სურდა. კრების წევრებმა მას მადლობა გადაუხადეს გაწეული სამსახურისთვის.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 თებერვალს ოზურგეთში გურიის სავაჭრო ამხანაგობა „შუამავლის” კრება გაიმართა, რომელზეც ამხანაგობის წესდების შეცვლის შესახებ ისაუბრეს. Ამ საქმისთვის სპეციალური კომისია დაარსდა, რომლის წევრებადაც დავით ბესარიონის ძე კვირკველია, ისიდორე ივანეს ძე რამიშვილი და გრიგოლ ჯაყელი აირჩიეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 თებერვალს ოზურგეთში გურიის სავაჭრო ამხანაგობა „შუამავლის” მორიგი კრება გაიმართა. სხდომაზე ეკატერინე და დიმიტრი მამულაშვილებმა „შუამავალს” სოფელ დვაბზუში მდებარე 5 ქცევა მიწა გადასცეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 თებერვალს ოზურგეთში სავაჭრო ამხანაგობა „შუამავლის” კრებაზე სხდომის გამგე კონსტანტინე თავართქილაძემ განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვება სურდა. კრების წევრებმა ის დაითანხმეს, რომ კიდევ ერთი წელი გაძღოლოდა ამხანაგობის საქმეებს.

