რეგისტრირებული ფაქტები81763
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1877
ტიპი: ღონისძიება
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 16 აგვისტოს გენერალ ალხაზოვის ჯარი ოსმალების მიერ სოხუმის წინ აშენებული სიმაგრეების ახლოს დამდგარა, პასუხად ოსმალებს ზარბაზნები უსროლიათ რის შედეგად დაიჭრა 4 ჯარისკაცი.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 13 აგვისტოს რუსებსა და ოსმალებს შორის გაიმართა ბრძოლა, რომელშიც დაიჭრა გენერალ-ლეიტენანტი ზაქარია ჭავჭავაძე.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 27 ნოემბერს სოფელ წირქვალის სკოლის მასწავლებელმა ანტონ ნოზაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ღარიბ მოსწავლეთათვის საჭირო იყო 6 ეგზემპლარი „დედა ენა“, 5 ეგზემპლარი „ბუნების კარი“, და რამდენიც შესაძლებელი იქნებოდა, გრიფელები, კალმები და ფანქრები.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 22 ნოემბერს მასწავლებელი რომანოზ გაგუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას სწერს, რომ წალენჯიხის სკოლისთვის საჭირო იყო და ღარიბ მოსწავლეთათვის უნდა გამოეგზავნათ თითოეულისთვის თითო ეგზემპლარი I და II ნაწილი „როდნოე სლოვო“, „დედა ენა“, ასპიდის დაფა და ფანქარი, ჯამში – 23 „დედა ენა“, 23 „როდნოე სლოვო“, 23 ასპიდის დაფა თავისი გრიფელებითურთ და 23 ფანქარი.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 26 ნოემბერს სოფელ ნაესაკაოს სკოლის მასწავლებელი ივლიანე ჭეიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ სკოლისთვის საჭიროა შემდეგი წიგნები და ნივთები: 16 ეგზემპლარი „ბუნების კარი“, 56 ეგზემპლარი ქართული და რუსული წერის დედნები, ქაღალდი, მელანი, ფანქრები, გრიფელები, კალმები, კალმისტრები, ცარცი, აგრეთვე მასწავლებლისთვის – ქართული სახელმძღვანელოები: არითმეტიკის, ისტორიის და სხვანი.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 1-ლ დეკემბერს ეწერის სკოლის მასწავლებელმა სპირიდონ კოხრეიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სკოლისთვის საჭირო იყო: რუსული და ქართული წიგნები, „ბუნების კარი“, „პირველდასაწყისი კურსი რუსული ენისა“, ქაღალდი და ფანქრები. ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად საჭირო იყო 30-30 ეგზემპლარი ზემოხსენებული სახელმძღვანელო წიგნები, ხოლო ნივთები, რამდენიც შესაძლებელი იყო.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 2 დეკემბერს მასწავლებელმა ივანე გძელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ მუხრანის სკოლას სჭირდებოდა შემდეგი ნივთები: 13 ეგზემპლარი „ბუნების კარი“, უმთავრესი ისტორიული მოთხრობების სურათები, როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმისა, კავკასიის, ევროპის და რუსეთის რუკები, არშინი, საჟენი და ფარგალი.