საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86921

1853

ტიპი: გარდაცვალება

1853 წლის 24 მარტს სიმონეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი დავით სვიმონის ძე კლდიაშვილი გარდაიცვალა.

1853

ტიპი: გარდაცვალება

1853 წლის 2 აპრილს სოფ. გეგუთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი დავით ნიკოლოზის ძე ბოდოკია გარდაიცვალა.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის 25 აპრილს დაბა ზაქათალასთან გაიმართა ბრძოლა შამილის რაზმებსა და რუსთა ჯარებს შორის. რუსებს გენერალ-მაიორი დიმიტრი თამაზის (თომას) ძე ორბელიანი ხელმძღვანელობდა.

1853

ტიპი: ავტორობა

1853 წლის 13 მაისს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის განკარგულება თბილისში კომერციული სასამართლოს გახსნის შესახებ.

1853

ტიპი: გარდაცვალება

1853 წლის 16 აგვისტოს სოფ. გამოჩინებულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი სოფრომ გაბრიელის ძე ქორიძე გარდაიცვალა.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის 24 აგვისტოს შამილი თავისი რაზმებით ჭარ-ბელაქნის ოლქის ტერიტორიაზე შეიჭრა.

1853

ტიპი: გარდაცვალება

1853 წლის სექტემბერში ოფურჩხეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი პავლე სიმონის ძე კვიცარიძე გარდაიცვალა.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის 7 სექტემბერს რუსთა ჯარებმა გენერალ მოსე ზაქარიას ძე არგუტინსკისა და გენერალ-მაიორ დიმიტრი თამაზის (თომას) ძე ორბელიანის ხელმძღვანელობით მესელდიგერის ციხე-სიმაგრე აიღეს.

1853

ტიპი: სტატუსი

1853 წლის 8 ოქტომბერს სამეგრელოს მთავრის ქვრივი, ეკატერინე დადიანი დაინიშნა სამეგრელოს მთავრად.

1853

ტიპი: ავტორობა

1853 წლის 20 ოქტომბერს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის მანიფესტი თურქებისთვის ომის გამოცხადების შესახებ.

1853

ტიპი: თანამდებობა

1853 წლის 30 ოქტომბერს პოლკოვნიკი ყორღანოვი გურიის რაზმს მეთაურობდა თურქებთან გამართულ ბრძოლაში.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის 30 ოქტომბერს პოლკოვნიკმა ყორღანოვმა გურიის რაზმის ნაწილით დაამარცხა თურქები, რომლებიც ოზურგეთს მიადგნენ.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის პირველ ნოემბერს რუსთა მეოთხე ბატალიონმა გენერალ-მაიორ კოვალევსკის ხელმძღვანელობით აიძულა თურქები ახალციხე დაეტოვებინათ.

1853

ტიპი: თანამდებობა

1853 წლის პირველ ნოემბერს ახალციხესთან ბრძოლაში რუსთა მეოთხე ბატალიონის მეთაური იყო გენერალ-მაიორი პეტრე პეტრეს ძე კოვალევსკი.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის ნოემბერში ალექსანდროპოლიდან გენერალ-მაიორ დიმიტრი თამაზის (თომას) ძე ორბელიანის ხელმძღვანელობით დაძრულ ქარავანს თავს დაესხნენ ქურთები.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის ნოემბერში გენერალ-მაიორ დიმიტრი თამაზის (თომას) ძე ორბელიანის ჯარებმა არტილერიის დახმარებით უკუაგდო თურქთა შემოტევა.

1853

ტიპი: თანამდებობა

1853 წლის ნოემბერში რუსთა ალექსანდროპოლიდან დაძრულ შვიდ ბატალიონს მეთაურობდა გენერალ-ლეიტენანტი დიმიტრი თამაზის (თომას) ძე ორბელიანი.

1853

ტიპი: თანამდებობა

1853 წლის ნოემბერში გენერალ-ლეიტენანტი ვასილ იოსების ძე ბებუთოვი იყო თურქეთის საზღვართან მოქმედი რუსთა ჯარის მეთაური.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის ნოემბერში რუსთა ქარავანზე ქურთების თავდასხმა მოიგერია დრაგუნთა ორმა დივიზიამ პოლკოვნიკ ტიხოვცევის მეთაურობით.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის 2 ნოემბერს გენერალ-ლეიტენანტ ვასილ იოსების ძე ბებუთოვის განკარგულებით შვიდი ბატალიონი დაიძრა ალექსანდროპოლიდან.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის 3 ნოემბერს პოდპოლკოვნიკმა აპოლონ ერნესტის ძე ციმერმანმა ახალქალაქის ციხე-სიმაგრე დაიცვა თურქების შემოტევისგან.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის 7 ნოემბერს რუსთა ჯარმა გენერალ-ლეიტენანტ ანდრია ოსიპის ძე ბრუნერის ხელმძღვანელობით თურქები დაამარცხა აწყურის ციხესთან.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის 14 ნოემბერს გენერალ-ლეიტენანტმა ივანე მალხაზის ძე ანდრონიკოვმა თურქები დაამარცხა ახალციხის მახლობლად.

1854

ტიპი: თანამდებობა

1854 წელს ქობულეთის მმართველი იყო ჰასან-ფაშა.

1854

ტიპი: თანამდებობა

1854 წელს მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვი იყო კავკასიის მეფისნაცვალი და ნოვოროსიისკისა და ბესარაბიის გუბერნატორი.