საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82201

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პეტრე მირიანაშვილს 75 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პეტრე მირიანაშვილს მოგების წილი – 15 მანეთი გადასცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ალექსანდრე როინაშვილის ქვრივს, ელისაბედ როინაშვილისას 20 მანეთი გადასცეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს იაკობ გოგებაშვილის მოხსენება „დედა ენის“ ახალი გამოცემის შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის პირველ ივნისს თბილისის მე-2 სამკითხველომ ხარჯების სახით 26 მანეთი გასცა. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.

1901

ტიპი: ღონისძიება

ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც თბილისის მე-2 სახალხო ბიბლიოთეკას 1901 წლის პირველ ივნისს ჰქონდა 124 მანეთი და 56 კაპიკი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის პირველ ივნისს თბილისის მე-2 სამკითხველოს ხარჯების გარეშე ჰქონდა 98 მანეთი და 6 კაპიკი. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის ივნისში ჟურნალ „მოამბეში“ არჩილ ჯორჯაძის სტატია „ძველი თაობა, ილია ჭავჭავაძე როგორც პუბლიცისტი“ გამოქვეყნდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 1-ელ ივნისს გაიხსნა სამთამადნო ხელოვნების უფასო კურსები. კურსების გავლის მსურველებს კავკასიის სამთო მმართველობის უფროსის ნებართვით უნდა მიემართათ კურსების გამგის, ინჟინერ მარკოვსკისთვის და წარედგინათ პიროვნების დამადასტურებელი საბუთი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ივნისში ოზურგეთში ვანო ურუშაძისა და ალექსანდრე წუწუნავას ხელმძღვანელობით წარმოდგენებს მართავდნენ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ზაფხულში თედო სახოკიამ იტალია მოინახულა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრება დანიშნა, რომელზეც 1900-1901 წლის ანგარიში განიხილეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 22-ე სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, იაკობ გოგებაშვილი და სხვები.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა პოლიევქტოს კარბელაშვილს წიგნებზე მუშაობისთვის 2.88 მანეთი გადაუხადეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ქალთა ამხანაგობას წიგნებზე მუშაობისთვის 9.37 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ზაქარია გრიქუროვს წიგნებზე მუშაობისთვის 34.62 მანეთი გადაუხადეს.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ნაღდი ფულით – 5034. 67, ქაღალდებით კი 11531. 11 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 5 ივნისს კონსტანტინე წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ხონის ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნების გაგზავნა სთხოვა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 5 ივნისს ივანე რატიშვილმა ბათუმის სკოლაში რევიზორად მუშაობაზე უარი განაცხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ხონის ბიბლიოთეკას საზოგადოების გამოცემული წიგნების თითო ეგზემპლარი გაუგზავნა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას. საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის განსაზღვრული ჰქონდა 11446. 34 მანეთი, სათადარიგოდ – 9605, წიგნებისთვის კი – 1458. 98 მანეთი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც პირველიდან ხუთ ივნისამდე საზოგადოებას 88.3 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 22-ე სხდომას დაესწრნენ: ალექსანდრე ჭყონია, ივანე რატიშვილი, დავით კარიჭაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით სააზნაურო მამულების გამგე კომისიას, წიგნის მაღაზიასა და კანცელარიას აპრილისა და მაისის ქირა (280 მანეთი) გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით დიტიატკოვსკის ქაღალდის მაღაზიას 11.45 მანეთი გადაუხადა.