რეგისტრირებული ფაქტები82204
სორტირება თარიღი მზარდობით
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 8 სექტემბერს ოლღა მირზაშვილი თონეთის სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. მისი თვიური ანაზღაურება 3 თუმანი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ბეგოიძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით 35 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იაკობ გოგებაშვილს ჩანაწერების რვეულში 300 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებმა მაქსიმე შარაძეს „საბარათიანოს“ 24 ფორმის ასაწყობ-დასაბეჭდად 144 მანეთი გადაუხადეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით დიტიატკოვსკის ქაღალდის მაღაზიას 95.30 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრების ხმათა უმრავლესობით თონეთის სკოლის მასწავლებლად ოლღა მირზაშვილი დაინიშნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ივანე დეკანოზიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს თონეთის სკოლის მასწავლებლად დანიშვნა სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს მიხეილ გიორგაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს თონეთის სკოლის მასწავლებლად დანიშვნა სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ გადაწყვიტა, რომ ალექსანდრე როინაშვილის ქვრივ ელისაბედ როინაშვილს საზოგადოებისგან 10 თვის განმავლობაში 2 თუმანი მიეღო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ საზოგადოების მხრიდან გასაცემი ხარჯების გამოკვლევა დავით კარიჭაშვილს დაავალა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ანაიდა გრიქუროვს წიგნების ანგარიშში 37.60 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ლავრენტი აგლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, სამსახურიდან წასვლის შემდეგაც მიეცათ ასმანეთიანი წლიური ხელფასი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ტარას მომცელიძეს 86.66 მანეთი გადასცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ გასცა განკარგულება, რომ ლავრენტი აგლაძისთვის ხელფასი შეეწყვიტათ, რადგან მან თონეთის სკოლა დატოვა და უკეთეს სამსახურში მოეწყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერში ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ერმალოზ სირბილაძეს 5 მანეთის ქართულენოვანი წიგნები გაუგზავნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ერმალოზ სირბილაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ამცნო, რომ სკოლებისა და ბიბლიოთეკებისთვის 800 მანეთი გადადეს და 301.19 მანეთი დახარჯეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ისიდორე რამიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ბათუმის სკოლაში მესამე მასწავლებელის დამატება სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს პარმენ გელაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს თონეთის სკოლის მასწავლებლად დანიშვნა სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ერასტი გორდელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, გომარეთის სკოლისთვის გაეგზავნათ 22.76 მანეთის ნივთები: 10-10 რუსული ანბანის რვეული და „ბუნების კარი“, 80 ქართულის რვეული, ორ-ორი ყუთი კალამი და ფანქარი, 120 ორხაზიანი რვეული, 4 შეკვრა საწერი ქაღალდი, 5 „დედა ენა“ და 3 რუსული ანბანი. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ფოტოგრაფიის დირექტორის თანამდებობაზე ბეგოიძე დანიშნა. მან ტარას მომცემლიძისა და ავალიშვილისგან ფოტოგრაფიის ქონება წესის მიხედვით ჩაიბარა.