რეგისტრირებული ფაქტები87845
სორტირება თარიღი მზარდობით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის ივლისში თბილისის გუბერნიის ექიმის თანაშემწე ალექსანდრე მაჭავარიანი დაბრუნდა თიანეთიდან, სადაც მძვინვარებდა ქუნთრუშა.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წლის ივლისში თბილისში ჩამოვიდა და თანამდებობის აღსრულებას შეუდგა თბილისის ფოსტის განყოფილების ახალი უფროსი ფონ-კლუგენი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის ივლისში კავკასიის გზების საოლქო სამმართველოს უფროსის თანაშემწე სმირნოვი ქუთაისის გუბერნიაში გაგზავნეს ნიაღვრებით გაფუჭებული ოსეთის სამხედრო გზის დასათვალიერებლად.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის ივლისში კავკასიის სასოფლო სამეურნეო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტმა მიწათმოქმედების სამინისტროს კავკასიის რწმუნებულად ნამყოფ ტიხეევს მოსაწვევი გაუგზავნა კავკასიის სამეურნეო სამრეწველო გამოფენაზე დასასწრებად.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის ივლისში თბილისის გუბერნიის ექიმის თანაშემწე ალექსანდრე მაჭავარიანი თიანეთის მაზრაში წავიდა სოფლების სანიტარული მდგომარეობის გასაცნობად.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის ივლისში კავკასიის სამხედრო ოლქის საინჟინრო სამმართველოს უფროსის თანაშემწე გენერალ-მაიორი ტარასენკო ბათუმში გაემგზავრა იქ მომხდარი უბედური შემთხვევის გამო.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წლის ივლისში თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის დირექტორი ლევ მარკოვი ორი თვით საზღვარგარეთ წავიდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 ივლისს ქ. სიღნაღის თვითმმართველობის კრებამ დაადგინა, აკ. გრიგორიანს თელავის გზაზე გაეშენებინა ხეივანი, აუცილებლად დაერგო აკაციები და ცაცხვები.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 5 ივლისს თბილისში ჩამოსვლას გეგმავდა თბილისის ფოსტის ახალი უფროსი ფონ კლუგენი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 5 ივლისს თბილისის თავად-აზნაურთა თეატრის ფოიეში გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების კრებას 25 წევრი დაესწრო. კრების თავმჯდომარედ აირჩიეს ანტონ ფურცელაძე.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წლის 5 ივლისს ქ. თბილისის ქალაქისთავი გიორგი ევანგულოვი დასასვენებლად ბორჯომში გაემგზავრა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 5 ივლისს თბილისის თავად-აზნაურთა თეატრის ფოიეში გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების კრებაზე საზოგადოების წევრებად აირჩიეს ი. ი. აგლაძე და სიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ივლისს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის შენობაში გამართულ თბილისის სავაჭრო ამხანაგობა „შუამავლის" წევრთა საზოგადო კრების თავმჯდომარედ ანტონ ფურცელაძე აირჩიეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ივლისს ქუთაისის გუბერნიის მმართველის განკარგულებით საგლეხო საქმეთა საკრებულოს წევრი ა. ა. ბიბიკოვი ბათუმში გაემგზავრა ბათუმის საბჭოში მომხდარი ინციდენტის გამოსაკვლევად.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ივლისს თბილისის გამგეობის შენობაში გამართულ ტრამვაის კომისიის სხდომაზე მიწვეულები იყვნენ ბელგიის უსახელო საზოგადოების დირექტორები – რაძინსკი და ა. ბლანში.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 7 ივლისს თბილისის გამგეობის დარბაზში გამართულ საჯარო ვაჭრობაში ქალაქის საყასბოს გადიდების თაობაზე რამდენიმე პირი მონაწილეობდა, საქმე დიმიტრი ჩიჯავაძეს გადაეცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 ივლისს ფოთის გამგეობის დარბაზში ნიკო ნიკოლაძის თავმჯდომარეობით გაიმართა კრება ფოთში პროგიმნაზიის დაარსების გამო.

