რეგისტრირებული ფაქტები87825
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1846
ტიპი: თანამდებობა
1846-1849 წლებში მიხეილ ივანეს ძე კრივეცკი თბილისის გუბერნიის სახელმწიფო ქონების პალატაში შემფასებლად მუშაობდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს მამრიკ ლუბერკმა სოფ. გუბის აკაკის სახელობის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს მანეთი შესწირა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წელს მოსე უნგიაძე, პროკოფი ინწკირველი, მელიტონ ლომთათიძე, დათიკო თავბერიძე, აქვსენტი კვაჭანტირაძე და ნიტიფო ხუხუნაშვილი ნოვოროსიის ცემენტის ქარხანაში მუშები იყვნენ.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846-1847 წლებში მიხეილ ეფრემის ძე გოლუბევი სისხლისა და საქალაქო სასამართლოს პალატის თავმჯდომარის ამხანაგი იყო.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წლის მარტში დაიხურა საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სესია, რომელსაც ესწრებოდნენ ერმილე ბედია, ბაგრატ მაჩაიძე და ივ. ფაჩულია.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846-1847 წლებში ნიკიტა სტეფანეს ძე ორლოვსკი თბილისის გუბერნიის სახელმწიფო ქონების პალატის უფროსი იყო.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წლის მარტში დაიხურა საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სესია, რომელსაც ესწრებოდნენ ნინა მახარაძე, ვასილ ქურდაძე და მირონ ბაუმფელდი.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846 წელს ირაკლი ივანეს ძე კორნოვი სისხლისა და საქალაქო სასამართლოს პალატის თავმჯდომარე იყო.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846-1847 წლებში გრაფი ქსავერ სტანისლავის ძე დუნინი სისხლისა და საქალაქო სასამართლოს პალატის თავმჯდომარე იყო.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846 წელს ნიკოლოზ ილიას ძე ელიოზოვი სისხლისა და საქალაქო სასამართლოს პალატის სხდომის წევრი იყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ვასილ რატიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას XVII საუკუნის ქართული ასოებით ჩაწერილი იტალიურ-ოსმალური ლექსიკონი შესწირა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს კაპიტონ ანჯაფარიძემ და ნოე კახიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებას ოც-ოცი მანეთი შესწირეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს პარასკევა გეგენავამ, ანტონ ხუბულავამ და ხარიტონ ლაშხიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებას ოც-ოცი მანეთი შესწირეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს არესტი გეგენავამ, ბიკტორ ცანავამ და იოსებ გორდაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებას ოც-ოცი მანეთი შესწირეს.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846 წელს სისხლისა და საქალაქო სასამართლოს პალატის სხდომის წევრი იყო აფრიამ სტეფანეს ძე ევანგულოვი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს გუდუ არზიანმა და არისტარხ შონიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებას ოც-ოცი მანეთი შესწირეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს ანტონ ჯიჯიხიამ, რაჟდენ მორჩილაძემ და ბართლომე ხასიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებას ოც-ოცი მანეთი შესწირეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 17 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა მაკო საფაროვის, ეფემია მესხის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, კოტე ყიფიანის, ვასო აბაშიძის და კოტე მესხის მონაწილეობით დადგა სპექტაკლები: „პოეტი და კაროლი“, „პირველი ბუზი“ და „ადვოკატთან“.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმული სპექტაკლების – „პოეტი და კაროლი“, „პირველი ბუზი“ და „ადვოკატთან“ – რეჟისორი იყო ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ხოლო ადმინისტრატორი – კ. შათირიშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს ერასტო ოდიშარიამ, ბაბუცა ხაჟომიამ და ბესარიონ გეგენავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებას ოც-ოცი მანეთი შესწირეს.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846-1847 წლებში ივანე ივანეს ძე საფრონსკი სისხლისა და საქალაქო სასამართლოს პალატის სხდომის მდივანი იყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 20 ოქტომბერს რომანოზ იაგორის ძე ჯავახიშვილმა პოლიციაში განაცხადა, რომ მოსამსახურემ 152 მანეთი მოჰპარა და გაიქცა. პოლიციამ მოსამსახურე დააკავა.

