რეგისტრირებული ფაქტები87815
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ გოჩაჯიხაიშის სოფლის სკოლა გიორგი და სიმონ ბესარიონის ძე ღოღობერიძეების დიდი ძალისხმევისა და შრომის დამსახურებით გაიხსნა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 30 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ზუგდიდის მაზრის უფროსად ზაბელინი დანიშნეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის მაზრის მმართველი იყო კ. ი. ალშიბაია.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის გუბერნიის საერო სკოლების დირექტორი იყო ფილიპე ზაქარიას ძე ლევიცკი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე გიორგი ძე ვახრამოვი იყო ფოთის ქალაქისთავი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 3 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბერიძე იყო მილიციის პროპორშიკი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 7 მაისს ივანე გიორგის ძე მაჩაბელი ხმათა უმრავლესობით თბილისის ბანკის კრებაზე მეორედ აირჩიეს დირექტორად სამი წლით ვადით.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 3 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მართებლის განკარგულების საფუძველზე სამსახურიდან დაითხოვეს გორის მაზრის უფროსი ამილახვარი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 3 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, წულუკიძე იყო კავკასიის მე-6 კლასის სამთო ინჟინერი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 3 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მართებლის განკარგულებით შუშის მაზრის უფროსი ბერიძე 14 ივნისიდან გადაიყვანეს ჯევანშირის მაზრის სადგურის უფროსად.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 3 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბერიძე იყო შუშის მაზრის უფროსი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 3 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მართებლის განკარგულებით შუშის მაზრის სადგურის უფროსად დანიშნეს აბდურ-რაჰშ-ბეგ-ზეინალ-აბდინ-ბეგ-ოღლი ვიზიროვი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 9 ივლისს მე-6 კლასის კავკასიის სამთო ინჟინერი წულუკიძე თავისივე თხოვნის საფუძველზე სამსახურიდან დაითხოვეს მუნდირითა და პენსიით.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 3 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი იყო „სტატსი სოვეტნიკი“.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 31 აგვისტოს თბილისში დაბრუნდა თბილისის სასამართლო პალატის უფროსი თავმჯდომარე, უმაღლესი კარის გოფმეისტერი ს. ს. გონჩაროვი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 3 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი იყო ქუთაისის თავადაზნაურობის წინამძღოლი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 3 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ს. ს. გონჩაროვი იყო თბილისის სასამართლო პალატის უფროსი თავმჯდომარე და უმაღლესი კარის გოფმეისტერი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 19 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაუგზავნეს ბრძანება დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის „სტატსკი სოვეტნიკის“ თანამდებობიდან დათხოვნის თაობაზე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 3 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, უწმინდესი სინოდის ობერპროკურორმა კ. პ. პობედონოსცევმა მცხეთაში ყოფნის დროს დაათვალიერა სვეტიცხოველი და დედათა მონასტერი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 1-ლ აგვისტოს ორშაბათს უწმინდესი სინოდის ობერპროკურორმა კ. პ. პობედონოსცევმა დაათვალიერა თბილისის ეპარქიალური სასწავლებელი და ალექსანდრეს ეკლესია.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 1-ლ აგვისტოს, ორშაბათს უწმინდესი სინოდის ობერპროკურორმა კ. პ. პობედონოსცევმა დაათვალიერა საჯარო წიგნსაცავი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 1-ლ აგვისტოს, ორშაბათს უწმინდესი სინოდის ობერპროკურორმა კ. პ. პობედონოსცევმა დაათვალიერა კავკასიის მუზეუმი დირექტორთან ერთად.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 31 აგვისტოს, კვირას უწმინდესის სინოდის ობერპროკურორი კ. პ. პობედონოსცევი შეხვდა სომხების ეპისკოპოსს და მასთან ერთად დაათვალიერა ძველი ვანქის ტაძარი.

