საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89806

1858

ტიპი: გარდაცვალება

1858 წელს გორში ბატონი იოსებ ჯორჯაძე მოკლეს.

1858

ტიპი: თანამდებობა

1858 წელს გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილმა სტავროპოლის სემინარია დაამთავრა და ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგად დაინიშნა.

1858

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1858 წლის 16 იანვარს პეტერბურგის უნივერსიტეტმა დააკმაყოფილა ილია ჭავჭავაძის თხოვნა ლექციებზე დასწრების გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ.

1858

ტიპი: გარდაცვალება

1858 წლის 29 იანვარს წე­დი­სის მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის ეკლესიის მღვდელი დავით სვიმონის ძე მაისურაძე გარდაიცვალა.

1858

ტიპი: გარდაცვალება

1858 წლის 30 იანვარს ღადიშის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი იოანე გრიგოლის ძე სამარგულიანი გარდაიცვალა.

1858

ტიპი: გარდაცვალება

1858 წლის 2 თებერვალს აგარის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი იასე ტერენტის ძე კანდელაკი გარდაიცვალა.

1858

ტიპი: თანამდებობა

1858 წლის პირველ მარტს პოდოლსკის ეპისკოპოსი ევსევი აირჩიეს წმინდა სინოდის წევრად.

1858

ტიპი: თანამდებობა

1858 წლის პირველ მარტს პოდოლსკის ეპისკოპოსი ევსევი დაინიშნა საქართველოს ქართლ-კახეთის მთავარეპისკოპოსად.

1858

ტიპი: თანამდებობა

1858 წლის პირველ მარტს პოდოლსკის ეპისკოპოსი ევსევი დაინიშნა საქართველოს ეგზარქოსად.

1858

ტიპი: თანამდებობა

1858 წლის პირველ მარტს მიტროპოლიტი ისიდორე კიევის მიტროპოლიის კათედრაზე გადაიყვანეს.

1858

ტიპი: ღონისძიება

1858 წლის 4 მარტს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულება კავკასიის ხაზის კაზაკთა ახალი ბრიგადის ჩამოყალიბების შესახებ.

1858

ტიპი: ღონისძიება

1858 წლის პირველ აპრილს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულება კავკასიის ტერიტორიაზე მოქმედი არტილერიის გარდაქმნის შესახებ.

1858

ტიპი: ღონისძიება

1858 წლის 4 ივნისს შამილმა მარცხი იწვნია მესქენ-დუკთან გამართულ ბრძოლაში.

1858

ტიპი: გარდაცვალება

1858 წლის 10 ივნისს სოფ. კულაშის მაცხოვრის ჯვარცმის ეკლესიის მღვდელი ეგნატე იესეს ძე ნიკურაძე გარდაიცვალა.

1858

ტიპი: გარდაცვალება

1858 წლის 14 ივნისს ღვანკითის წმ. სამების ეკლესი ის მღვდელი ანთიმოზ ვასილის ძე კროჭი გარდაიცვალა.

1858

ტიპი: გარდაცვალება

1858 წლის ივლისში გო­რის წმ. გი­ორ­გის ეკლესიის მღვდელი იოანე სიმონის ძე აგლაძე გარდაიცვალა.

1858

ტიპი: ღონისძიება

1858 წლის 30 ივნისს რუსთა ჯარმა გენერალ ნიკოლოზ ივანეს ძე ევდოკიმოვის მეთაურობით შამილის რაზმები დაამარცხა ვარანდის ველზე.

1858

ტიპი: გარდაცვალება

1858 წლის აგვისტოში ზე­მო კრი­ხის მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის ეკლესიის მღვდელ­ი იოანე სიმონის ძე აგლაძე გარდაიცვალა.

1858

ტიპი: გარდაცვალება

1858 წლის აგვისტოში ამ­ბრო­ლა­უ­რის ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის ეკლესიის მღვდელი იოანე სიმონის ძე აგლაძე გარდაიცვალა.

1858

ტიპი: თანამდებობა

1858 წლის 10 აგვისტოს დიდი მთავარი კონსტანტინე კონსტანტინეს ძე რომანოვი დაინიშნა თბილისის გრენადერთა პოლკის უფროსად.

1858

ტიპი: განათლება

1858 წლის 25 აგვისტოს ილია ჭავჭავაძე სამოსწავლო მზრუნველის გადაწყვეტილებით მეორე კურსზე გადაიყვანეს.

1858

ტიპი: ღონისძიება

1858 წლის სექტემბერში დიდი მთავრები ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე და მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვები კავკასიაში ჩამოვიდნენ.

1858

ტიპი: ღონისძიება

1858 წლის 11 სექტემბერს დიდი მთავრები ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე და მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვები თბილისში ჩამოვიდნენ.

1858

ტიპი: თანამდებობა

1858 წლის 16 სექტემბერს დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი დაინიშნა კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადის უფროსად.

1858

ტიპი: თანამდებობა

1858 წლის 16 სექტემბერს დიდი მთავარი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე რომანოვი დაინიშნა კავკასიის პირველი მესანგრეთა ბატალიონის უფროსად.