საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89807

1859

ტიპი: ღონისძიება

1859 წლის ივლისში რუსეთის არმიის დაღესტანში მოქმედ ლეზგინთა რაზმს ხელმძღვანელობდა გენერალ-მაიორი ლევან ივანეს ძე მელიქოვი.

1859

ტიპი: ღონისძიება

1859 წლის ივლისში რუსეთის არმიის დაღესტანში მოქმედ ჩეჩნეთის რაზმს ხელმძღვანელობდა გენერალ-ადიუტანტი ევდოკიმოვი.

1859

ტიპი: გარდაცვალება

1859 წლის 9 ივლისი ნი­კორ­წმინ­დის წმ. ნი­კო­ლო­ზის ეკლესიის მღვდელ­ი დავით გიორგის ძე კანდელაკი (კობახიძე) გარდაიცვალა.

1859

ტიპი: ღონისძიება

1859 წლის 14 ივლისს კავკასიის არმიის მხედართმთავარი გენერალ-ადიუტანტი ალექსანდრე ივანეს ძე ბარიატინსკი რუსეთის არმიის დაღესტანში მოქმედ ჩეჩნეთის რაზმს ეწვია. ბარიატინსკის პირადად უნდა გაეცა განკარგულება რუსეთის არმიის სამი რაზმისათვის დაღესტანში სამხედრო მოქმედებების განხორციელების შესახებ.

1859

ტიპი: გარდაცვალება

1859 წლის 13 აგვისტოს უბისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ბესარიონ გიორგის ძე სებისკვერაძე გარდაიცვალა.

1859

ტიპი: გარდაცვალება

1859 წლის 20 აგვისტოს სოფ. მარელისის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი გიორგი ადამის ძე ინასარიძე გარდაიცვალა.

1859

ტიპი: ღონისძიება

1859 წლის 25 აგვისტოს რუსთა ჯარებმა გუნიბი აიღეს და შამილი ტყვედ წაიყვანეს.

1859

ტიპი: გარდაცვალება

1859 წლის 28 აგვისტოს სამ­თი­სის წმ. გი­ორ­გის ეკლესიის მღვდელ­ი ნიკოლოზ ბერის ძე კახეთელიძე გარდაიცვალა.

1859

ტიპი: გარდაცვალება

1859 წლის 4 სექტემბერს წევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იოვანე თომას ძე გაჩეჩილაძე გარდაიცვალა.

1859

ტიპი: გარდაცვალება

1859 წლის პირველ ოქტომბერს ნამოხვანის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი დავით ჯანელიძე გარდაიცვალა.

1859

ტიპი: გარდაცვალება

1859 წლის 6 ოქტომბერს სოფ. ლახუნდარის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი ლუკა სვიმონის ძე მაჭავარიანი გარდაიცვალა.

1859

ტიპი: ღონისძიება

1859 წლის 6 დეკემბერს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი ბრძანებულება ქალაქ ბაქოსათვის გუბერნიის ქალაქის სტატუსის მინიჭების შესახებ.

1859

ტიპი: გარდაცვალება

1859 წლის 6 დეკემბერს სოფ. ხონის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ლუკა სვიმონის ძე მაჭავარიანი გარდაიცვალა.

1860

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1860 წელს ნიკოლოზ მაღლაკელიძე დაიბადა. იგი ვანის რაიონის სოფელ დიხაშხოში ცხოვრობდა.

1860

ტიპი: გარდაცვალება

1860 წელს ნიკოლოზ მაღლაკელიძე დაიბადა. იგი 1956 წლის 5 სექტემბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია სოფელ დიხაშხოში.

1860

ტიპი: თანამდებობა

1860 წელს კავკასიის მეფისნაცვლად დაინიშნა ალექსანდრე ივანეს ძე ბარიატინსკი.

1860

ტიპი: ღონისძიება

1860 წელს კავკასიის მეფისნაცვალ ალექსანდრე ივანეს ძე ბარიატინსკის ბრძანებულებით კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების წესდებაში დამატებები შეუტანიათ.

1860

ტიპი: ღონისძიება

1860 წელს რუს სკულპტორს, პიმენოვს დაევალა მიხეილ ვორონცოვის ძეგლის ჩამოსხმა. დაკავებულობის მიზეზით, პიმენოვმა ძეგლის ჩამოსხმა გადადო. მალევე დაუძლურდა და გარდაიცვალა. თუმცა, გარდაცვალებამდე მოასწრო ძეგლის მონახაზის დატოვება, რომლის მიხედვითაც მოგვიანებით ძეგლი მაინც ჩამოისხა.

1860

ტიპი: თანამდებობა

1860-1896 წლებში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე იმერეთის ეპისკოპოსი იყო.

1860

ტიპი: ავტორობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძემ პავლოვსკში დაწერა ლექსი „პოეტი“.

1860

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1860 წელს ილია ჭავჭავაძე ზაფხულის არდადეგების გასატარებლად პავლოვსკში ჩავიდა.

1860

ტიპი: ავტორობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძემ პავლოვსკში დაწერა უსათაურო ლექსი („მესმის, მესმის სანატრელი...“), რომელიც ეძღვნება იტალიის გამათავისუფლებელ მოძრაობას ჯუზეპე გარიბალდის მეთაურობით.

1860

ტიპი: ავტორობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძემ პავლოვსკში დაწერა ლექსი სათაურით „ჩ...სას“ („უცხო თემის ყარიბ მთქმელსა...“), რომელიც ეძღვნება მის სატრფოს, პეტრე ჩაიკოვსკის დას, ალექსანდრა (საშენკა) ჩაიკოვსკაიას.

1860

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძე ცარსკოე სელოში ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისასთან სტუმრობისას გაეცნო ნიკოლოზ ბარათაშვილის ავტოგრაფულ კრებულებს.