საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81196

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 21 ივლისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გრიგოლ ნათაძის „ინგლისის ისტორიის“ სტილის გასწორებისა და გამოცემის საკითხი. გამგეობამ გადაწყვიტა, რედაქტირებისთვის 500 მანეთი გამოეყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 21 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს განსაკუთრებული საავტომობილო გუნდის უფროსის თხოვნა წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, წიგნები მიეცა 20%-ის ფასდაკლებით.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის 9 ოქტომბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ „იაფრის“ გარდა სხვა რუსულ ორგანიზაციებთანაც ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა. იგი უარყოფითად ახასიათებდა რუმინეთის მოსახლეობას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 2 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: წულაძე, ნინიძე, გიორგობიანი, თავმჯდომარე კარიჭაშვილი, მდივანი შ. დედაბრიშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 2 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს მოხსენება კავკავის სკოლის მდგომარეობის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, სკოლის შესანახად მთავრობის წინაშე შუამდგომლობა აღეძრა და მოსახერხებელ დროს თბილისში სკოლის სასარგებლოდ სეირნობა ან საღამო გაემართა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 9 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაში მონაწილეობდნენ: იოსებ გიორგობიანი, სეით იაშვილი, შიო დედაბრიშვილი და თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 9 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სეით იაშვილის პირადი განცხადება მოკლე სახელმძღვანელო „ბუნებისმეტყველების“ I და III ნაწილების დაბეჭვდის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, დაებეჭდა ქაღალდის შოვნისთანავე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს თბილისის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული ალექსანდრე სიმონის ძე ჭურაძე სვირის დაწყებითი უმაღლესი სასწავლებლის გამგე იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს თბილისის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული ტრიფონ მელიტონის ძე ბუალელიშვილი სვირის დაწყებითი უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული ვლადიმერ მიხეილის ძე კოვზირიძე სვირის დაწყებითი უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ხარკოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ირაკლი ბასილის ძე ჯუღელი სვირის დაწყებითი უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ივანე ნიკოლოზის ძე ჯუღელი სვირის დაწყებითი უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი სიმონ ივანეს ძე მაჭავარიანი სვირის დაწყებითი უმაღლესი სასწავლებლის უცხო ენების პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ზაქარია მიხეილის ძე ჩხაიძე სვირის დაწყებითი უმაღლესი სასწავლებლის გალობის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს თორნიკე ზურაბის ძე გეგეშიძე 1916 წელს დაარსებული ბაღდათის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგე იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს მღვდელი მიხეილ დიმიტრის ძე ჩიქვინიძე 1916 წელს დაარსებული ბაღდათის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ქართული ენის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ეპარქიული სასწავლებლის კურსდამთავრებული მარიამ ლუკას ასული ჯიშკარიანი 1916 წელს დაარსებული ბაღდათის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს კიევის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული დავით პეტრეს ძე ნაზემაცოვი 1916 წელს დაარსებული ბაღდათის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებული შუშანიკ არქიფოს ასული ჩხიკვაძე 1916 წელს დაარსებული ბაღდათის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ქსენია ანტონის ასული ბუცხრიკიძე 1916 წელს დაარსებული ბაღდათის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ემელიანე ივანეს ძე ცაგარეიშვილი 1912 წელს დაარსებული ქუთაისის მესამე უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგედ მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ოლღა ბესარიონის ასული გიორგობიანი 1912 წელს დაარსებული ქუთაისის მესამე უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს მღვდელი ბესარიონ თოდუა1912 წელს დაარსებული ქუთაისის მესამე უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის კურსდამთავრებული ალექსანდრე პეტრეს ძე კაკაბაძე 1912 წელს დაარსებული ქუთაისის მესამე უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ვლადიმერ ქრისტეფორეს ძე ნაცვლიშვილი 1912 წელს დაარსებული ქუთაისის მესამე უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.