რეგისტრირებული ფაქტები81196
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს იასონ გიორგის ძე გელაზანია 1912 წელს დაარსებული ქუთაისის მესამე უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხატვის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ა. ა. ფირცხალავა, რომელსაც დაწყებითი სამასწავლებლო სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული, 1912 წელს დაარსებული ქუთაისის მესამე უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ფიზკულტურის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს დიაკვანი – ბართლომე კუხიანიძე 1912 წელს დაარსებული ქუთაისის მესამე უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გალობის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს დაწყებითი სამასწავლებლო სასწავლებელის კურსდამთავრებული სერგი მიხეილის ძე კაკაბაძე 1912 წელს დაარსებული ქუთაისის მესამე უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის უცხო ენების პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებელის კურსდამთავრებული ბესარიონ ცაკვას ძე წიფურია ახუთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგედ მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებელის კურსდამთავრებული ამბროსი კუხალაიშვილი ახუთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული ილია გიორგის ძე გოგია ახუთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ქსენია ამბროსის ასული ჭილაძე ახუთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს მინადორა მალაქიას ასული ჩაჩიბაია ახუთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხელსაქმის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ხონის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული კონსტანტინე ბეჟანის ძე თოფურიძე მარნის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგედ მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ფოთის ვაჟთა გიმნაზიის კურსდამთავრებული ნესტორ ესტატეს ძე ჯანელიძე მარნის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს უნივერსიტეტის სტუდენტი მაქსიმე პაპავა 1917 წელს დაარსებული სალხინოს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგედ მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებლის კურსდამთავრებული სოფიო ნიკოლოზის ასული დგებუაძე 1917 წელს დაარსებული სალხინოს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ხონის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული სიმონ გიორგის ძე სხულუხია 1917 წელს დაარსებული სალხინოს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს პეტრე ბესარიონის ძე კვარაცხელია 1917 წელს დაარსებული სალხინოს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 9 აგვისტოს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფელ წიფის (შორაპნის მაზრა) უფასო სამკითხველოს გამგეობის თხოვნა წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ დაადგინა, გადაეცა მათთვის თავიანთი გამოცემები სახელმძღვანელოების გარდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ს. იაშვილი, შ. დედაბრიშვილი, ნ. ნაკაშიძე, ვ. წულაძე, ი. გიორგობიანი, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ განათლების სამინისტრო კავკავის სკოლის დახმარებაზე უარს აცხადებდა იმ მიზეზით, რომ ეს სკოლა საქართველოს ტერიტორიის გარეთ იყო. შუამდგომლობა 1919 წლის 25 აგვისტოს იყო აღძრული. გამგეობამ კავკავის სკოლის საკითხის გამოკვლევა მიანდო სასკოლო კომისიას, რომელსაც დასკვნა გამგეობის კრებაზე უნდა წარედგინა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 სექტემბრის დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ავლაბრის მე-7 სკოლის ქართული ენის მასწავლებელ ეკატერინე ზაზუნოვისას თხოვნა 50 ცალი „დედაენის“ I და II ნაწილების ნისიად მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.