საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90446

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 17 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დეკანოზი გოროდცევი თბილისის ქალების საეპარქიო სასწავლებლის საბჭოს თავმჯდომარე და ამავე სკოლის ინსპექტორი იყო.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მღვდელ ვ. მ. აბესაძეს თავს დაესხნენ.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 17 თებერვლის გაზეთი „ცნობის ფურცელი“ ნიკოლოზ ივანეს ძე აბულაძის გარდაცვალებას იუწყება. დაკრძალვა 19 თებერვალს პეტრე-პავლეს სასაფლაოზე იყო დაგეგმილი.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ა. მ. ჩაჩიბაია ვერის საქალაქო სკოლის გამგის თანამდებობიდან დაითხოვეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დ. ისაევმა ელისაბედ კაციაშვილს საათი და ვერცხლის ნივთები მოჰპარა.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 24 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ექიმი ურუზოვი პოლიტიკური ნიშნით მოკლეს.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 20 თებერვლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, კურცხალია შეშის მაღაზიის გამე იყო.

1905

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905 წლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, აღმოსავლეთ ციმბირის მე-16 პოლკის ჯარისკაცი, ალექსანდრე ვაშკიძე იაპონელებმა ტყვედ აიყვანეს.

1905

ტიპი: მფლობელობა

1905 წლის 20 თებერვლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ალექსანდრე ნიკიტინმა „ჩერნომორსკი ვესტნიკი" იყიდა.

1905

ტიპი: მფლობელობა

1905 წლის 20 თებერვლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, კრასნიანსკი კანტორის მეპატრონე იყო.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 20 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დ. ჯავახიშვილი „ვეტცელის თეატრის“ გამგე იყო.

1905

ტიპი: მფლობელობა

1905 წლის 20 თბერვლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, სტეფანე ფეიქაროვი ქალაქ ქუთაისში მაღაზიას ფლობდა.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მნაცაკან არტემის ძე კოხტიევი, წყალობა ბაგდანის ძე არუთინოვი, ნატალია ბაგდანის ასული აგზამანოვი, ევგენია ბაგდანის ასული ხეჩუმოვი და სოფიო არტემის ასული ტერ-სტეფანოვი ნათესავებს აუწყებდნენ ნინო ბაგდანის ასული კოხტიევის გარდაცვალებას.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 26 თებერვლის ,,ცნობის ფურცლის'' მიხედვით, ექვთიმე რევაზის ძე ნაცვლიშვილმა ევგენი თ. შარაშიძეს ფულიანი ქისა ამოაცალა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ზაქარია კალოვის მამულში პოლიციის ახალი შენობა აშენდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბაგრატ ვანუჩავა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბროძელი საგუბერნიო ექიმის თანაშემწე იყო.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სიკო გოგიჩაიშვილმა და ალექსი გოქაძემ შერვაშიძის მეეტლე გაქურდეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ივანე ბორისოვს სახაზინო რევოლვერი მოპარეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 23 თებერვალს კოლაუ ნადირაძემ მამას, გალაქტიონ ნადირაძეს, ქუთაისიდან ჩოხატაურში გაუგზავნა წერილი, რომლითაც ატყობინებდა, რომ ქუთაისის გიმნაზია პირველი მარტიდან უნდა გახსნილიყო.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 23 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბოკერიას და თედორაძის დაკრძალვას ოცი ათასი კაცი დაესწრო.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 23 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კაცაძემ მდიდარი ვაჭრის, ბეგლარ ვართანოვის მაღაზია გაძარცვა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 23 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თევდორე პეჩენევსკი, გ. გაბუნია, იზრაილ არსალუკოვი, ინზა მასაევი და ისაბრო ხანოვი იარაღის უკანონო ფლობის გამო რკინიზის სადგურზე დააკავეს.

1905

ტიპი: მფლობელობა

1905 წლის 23 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გ. ა. ანდრონიკაშვილი გურჯაანში, ახტალაში, მუკუზანში და წინანდალში ვენახებს ფლობდა.

1905

ტიპი: მფლობელობა

1905 წლის 23 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, არჯევანიძე და ჩხეიძე ბოროწინასა და დაძგვერიაში აბანოებს ფლობდნენ.