საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87756

1906

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1906 წელს თედო სახოკიამ დეკანოზ ანტონ კეკელიას ქალიშვილი, ნადე მოიყვანა ცოლად.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე თბილისის დეპუტატთა საკრებულოს სამიწათმოქმედო კომისიის მდივნად დანიშნეს.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ ქუთაისის გუბერნატორის თანაშემწის თანამდებობა დატოვა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს დაიბეჭდა ივანე მაჭავარიანის თხზულება „სამი სიტყვა − თავისუფლება, თანასწორობა. ძმობა-ერთობა“.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს დაიბეჭდა ივანე მაჭავარიანის თხზულება „ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია“.

1906

ტიპი: ნასამართლეობა

1906 წელს მიხეილ ჟღენტი ციმბირში გადაასახლეს.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს ათ ათასიანი ტირაჟით გამოვიდა ივანე მაჭავარიანის ბროშურა „სამი სიტყვა − თავისუფლება, თანასწორობა. ძმობა-ერთობა“, რომელსაც თან ერთვოდა „ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია“.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს თედო სახოკია სოხუმის ქალაქის თვითმართველობის მდივნად დაინიშნა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ნიკოლოზ თავდგირიძე იყო სოხუმის ქალაქისთავი.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს გენერალ ალიხანოვის რაზმებმა 1905 წლის რევოლუციის მონაწილეები შეიპყრეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს გენერალ ალიხანოვის დამსჯელი რაზმები საქართველოში დათარაშებოდნენ.

1906

ტიპი: ნასამართლეობა

1906 წელს სტუდენტი სამსონ ფირცხალავა პირველად დააპატიმრეს.

1906

ტიპი: ავტორობა

1906-07 წლებში სამსონ ფირცხალავას ხელმძღვანელობით გამოდიოდა ყოველკვირეული ჟურნალები „გლეხი“ და „მიწა“.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1906 წელს თევდორე ღლონტი გაზეთებთან თანამშრომლობისთვის სოფლიდან განდევნეს.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წლიდან თევდორე ღლონტმა რუსულ გაზეთებთან დაიწყო თანამშრომლობა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წლამდე ნიკოლოზ ჩხეიძე ბათუმის საავადმყოფოს სამეურნეო ნაწილის გამგე იყო.

1906

ტიპი: ორგანიზაცია

1906 წლიდან თევდორე ზურაბის ძე ღლონტი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წლამდე ნიკოლოზ ჩხეიძე ბათუმის საბჭოს ხმოსანი იყო.

1906

ტიპი: განათლება

1906 წელს შალვა ნუცუბიძემ ქუთაისის გიმნაზია დაამთავრა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წლიდან ფილიპე გლახუნას ძე ლორიამ ტრამვაიზე დაიწყო მუშაობა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს გიორგი თათუზოვის სახლის ჩხრეკისას ბომბები იპოვეს.

1906

ტიპი: ნასამართლეობა

1906 წელს ბოლშევიკი გიორგი თათუზოვი დააპატიმრეს.

1906

ტიპი: გარდაცვალება

1906 წელს ქუჩაში მიმავალ გიორგი თათუზოვს გარსო მამაცაშვილმა ზურგში ესროლა და მოკლა. სიკვდილამდე თათუზოვმა გასროლა მოასწრო, მაგრამ შემთხვევითი გამვლელი დაჭრა ფეხში.