საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89237

1805

ტიპი: ღონისძიება

1805 წელს რუსთა ჯარმა პოლკოვნიკ პავლე მიხეილის ძე კარიაგინის ხელმძღვანელობით შაჰბულახი აიღო.

1805

ტიპი: ღონისძიება

1805 წელს რუსთა ჯარმა ციციანოვის ხელმძღვანელობით ყარაბაღში შემოჭრილი ბაბა-ხანის თავდასხმა მოიგერია.

1805

ტიპი: თანამდებობა

1805-49 წლებში იესე სიმონის ძე ჩინჩალაძე სოფ. ახალბედისეულის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1805

ტიპი: თანამდებობა

1805-46 წლებში დავით დავითის ძე ხაბეიშვილი ბარსაჯავახოს ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1805

ტიპი: თანამდებობა

1805 წელს ლაზარე ბუზალაძე სოფ. ზედუბნის წმ. კოზმასა და დამიანეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1805

ტიპი: თანამდებობა

1805 წელს გიორგი ჭყონია სოფ. მაღლაკის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1805

ტიპი: თანამდებობა

1805 წელს იესე სიმონის ძე ჩინჩალაძე ორაგვეთის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.

1805

ტიპი: თანამდებობა

1805 წელს ლაზარე ბუზალაძე ქვემო ხევის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1805

ტიპი: თანამდებობა

1805 წელს იოვანე გიორგის ძე სორმაგაძე ცხრუკვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1805

ტიპი: ღონისძიება

1805 წელს ძმებმა მანუჩარ და კაცო ყიფიანებმა ჭელიშის მონასტერს გლეხი შესწირეს.

1805

ტიპი: ღონისძიება

1805 წელს ქაიხოსრო აბაშიძემ სხვავის მონასტერს ერთი კასრი ღვინო შესწირა.

1805

ტიპი: ღონისძიება

1805 წელს მანუჩარ ყიფიანმა ჭელიშის მონასტერს შესწირა ხვანჭკარის მცხოვრები ტყეშელაშვილები თავიანთი მიწა-წყლით.

1805

ტიპი: ღონისძიება

ანა ჰაფნერ-ფორნერისი (ევროპელ ქალთაგან პირველი) 1805 წელს თბილისში დასახლდა და აქაური ყოფა აღწერა.

1805

ტიპი: ღონისძიება

1805 წელს ანა ჰაფნერ-ფორნერისმა მოგზაურობა დაიწყო და მცირე ხნით თბილისშიც იმყოფებოდა.

1805

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 18 სექტემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ოსეთში გაწვეული რუსი სამხედროს წერილი N 3 თავისი მოსკოველი მეგობრისადმი. წერილის თანახმად, 1805 წლის 24 მარტს ოსეთის საზოგადოებას თხოვნით მიუმართავს საქართველოში რუსთა ჯარის მთავარსარდალ ციციანოვისათვის, რომ მას შეემსუბუქებინა გორში დატყვევებულ ოსთა ხვედრი, რაზეც ციციანოვისგან უარი მიუღია.

1805

ტიპი: ღონისძიება

1805 წლის 12 ივნისს პოლკოვნიკმა პავლე მიხეილის ძე კარიაგინმა სპარსთა ჯარის წინააღმდეგ გაილაშქრა ყარაბაღში.

1805

ტიპი: ღონისძიება

1805 წლის 11 ივლისს რუსეთის ჯარმა გენერალ-ლეიტენანტ პავლე დიმიტრის ძე ციციანოვის ხელმძღვანელობით ლაშქრობა მოაწყო მდინარე არაქსზე და ბაბა-ხანს ყარაბაღში დაუხვდა.

1805

ტიპი: ღონისძიება

1805 წლის ნოემბერში პავლე დიმიტრის ძე ციციანოვი თავისი ჯარით ბაქოში შევიდა.

1805

ტიპი: ღონისძიება

1805 წლის 1-ელ დეკემბერს დავით ჭიჭინაძემ სხვავის მონასტერს ხივშში მდებარე ვენახი შესწირა.

1806

ტიპი: ღონისძიება

1806 წელს აფხაზეთის მთავარმა ქელეშ-ბეიმ თავშესაფარი მისცა ოსმალეთის სულთნისგან გამოქცეულ ტრაპიზონის ფაშას.

1806

ტიპი: ღონისძიება

1806 წელს აფხაზეთის მთავარ საფარ-ბეის უფროსი შვილი დიმიტრი შარვაშიძე სანქტ-პეტერბურგში პაჟთა კორპუსში მიუბარებიათ.

1806

ტიპი: ღონისძიება

1806 წელს აფხაზეთის მთავრის, მიხეილის დედა თამარ დადიანი იძულებული გახდა, თავისი ადგილსამყოფელი სოფელ ლიხნიში (სოუქსუში) დაეტოვებინა და სოხუმ-კალეს ციხესიმაგრისათვის შეეფარებინა თავი. აქ მას რუსეთის ჯარის ორი განაყოფი იცავდა.

1806

ტიპი: თანამდებობა

1806 წელს თადეოზ გიორგის ძე შველიძე შროშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1806

ტიპი: თანამდებობა

1806-44 წლებში სიმონ გამეზარდაშვილი რუფოთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.