რეგისტრირებული ფაქტები87744
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ პასენკო IV ხარისხის ტელეგრაფისტი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით პეტრე წივწივაძე ბორჩალოს ტელეგრაფის სადგურის ტელეგრაფისტად დანიშნეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით მიხეილ პასენკო დილიჯანის ტელეგრაფის სადგურის ტელეგრაფისტად დანიშნეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით ვასილ მარჩენკო მანგლისის ტელეგრაფის სადგურის ტელეგრაფისტად დანიშნეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ მარჩენკო IV ხარისხის ტელეგრაფისტი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 16 მარტიდან მთავარმართებლობის განკარგულებით ივანე დავიდოვი სტავროპოლის სატელეგრაფო სადგურის ზედამხედველად გადაიყვანეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვიქტორ ნიკოლოზის ძე გეევსკი აგრონომი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით ივანე დავიდოვი თბილისის სატელეგრაფო ოლქში სამუშაოდ გადაიყვანეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით ივანე დავიდოვი ტაგანროგის სატელეგრაფო სადგურის ზედამხედველი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი იოსების ძე ჯანაშვილი საინგილოში მისიონერად დანიშნეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი იოსების ძე ჯანაშვილი მღვდელი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი იოსების ძე ჯანაშვილი თბილისის სათავადაზნაურო სკოლის საღვთო წერილის მასწავლებელი იყო.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში თანო ხანიაშვილი წერდა, რომ დაბა ყვირილაში ხმები დადიოდა, თითქოს მძარცველებს კომპანია ჰქონდათ შექმნილი და აგენტების დახმარებით მოპარულ ცხენებს სხვადასხვა ქვეყნებში გზავნიდა. ისინი ინიღბებოდნენ შავი ქვის მტვრით და მარგანეცზე მომუშავე ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. ამ საქმეებს არავინ იძიებდა და ყურადღებას არ აქცევდნენ.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში თანო ხანიაშვილი წერდა, რომ დაბა ყვირილაში ორი-სამი ძარცვის შემთხვევა იყო. ადგილობრივ ვაჭარს 500 მანეთი ამოაცალეს, სასტუმროს მდგმურები გაძარცვეს და ვერცხლის ქამარ-ხანჯლები, ძვირფასი ქუდები და ერთი ცხენი წაიყვანეს, თუმცა არავინ იძიებდა ამ ფაქტს და არავის აინტერესებდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში თანო ხანიაშვილი წერდა, რომ დაბა ყვირილაში გარემოს მოწესრიგება და დასუფთავება მარტივი იყო, როგორც დეპუტატების, ისე მოქალაქეების მხრიდანაც, თუმცა ამისთვის საქმეებს ხელმძღვანელობა სჭირდებოდა, რისთვისაც თავს არავინ იწუხებდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში თანო ხანიაშვილი წერდა, რომ დაბა ყვირილის დეპუტატებს შეეძლოთ ღამის გუშაგები დაექირავებინათ, განათებები დაედგათ ქუჩებში და ღამით მოხეტიალეებისთვის სიარულის უფლება შეეზღუდათ, თუმცა ხელმძღვანელი არ ჰყავდათ და საქმეებს თავს ვერ აბამდნენ.

