რეგისტრირებული ფაქტები87694
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სამსონ გიორგის ძე ყიფიანი წერდა, რომ თავადაზნაურობამ ქუთაისსა და თბილისში სააზნაურო ბანკები კი გახსნა და თითქოს, საზრუნავი გაიჩინა, მაგრამ საბანკო საქმეში ურიგოდ წარიმართა საქმე. ბანკიდან სესხი ვინც კი გაიტანა ყველამ შეჭამა და საჭიროებისამებრ არ გამოიყენა. აზნაური არ ფიქრობდა ვალის გასტუმრებას და პირიქით, მანამდე ფლანგავდა ფულს, სანამ არ შემოელია და ბოლოს იძულებული გახდა მამული ჩაებარებინა ბანკისთვის. ამგვარად, მან დაკარგა მამა-პაპისეული ქონება.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სამსონ გიორგის ძე ყიფიანი წერდა, რომ ქართველი თავადაზნაურების წინამძღოლების საზრუნავი საქმის კეთება კი არ იყო, არამედ მხოლოდ გამვლელ–გამომვლელი სტუმრებისთვის გამასპინძლება და საპატიო დარაჯების ძვირფასი ქამარ–ხანჯლით რაზმში გაგზავნა. სხვა ინსტიტუტები მათ მსგავსად არ იქცეოდნენ.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სამსონ გიორგის ძე ყიფიანი წერდა, მიუხედავად იმისა, რომ თავადაზნაურობას ბევრი უპირატესობა, უფლება ჰქონდა და მათ შორის, რუსეთის იმპერატორთან ჰყავდა წარმომადგენელი, მაინც ვერ მოახერხა ამ უფლებებით სარგებლობა და თავის კეთილდღეობაზე ზრუნვა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 15 იანვარს ნ. გ. ტატიევი ქუთაისში ღვთისმშობლის სახელზე დაარსებული „ძმობის“ მრჩეველი წევრების თავმჯდომარედ დანიშნეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 15 იანვარს ვ. ვ. ვასილიევი ქუთაისში ბალახვანში სტრუიცკის სახელობის ეკლესიაში მასწავლებლად დაინიშნა. მას დაევალა ხალხისთვის უქმე დღეებში რუსულ ენაზე კითხვა-სწავლება გაემართა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გორდულაძე ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გეორგაძე ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 15 იანვარს გორდულაძე ქუთაისში მწვანე ყვავილის სახელობის ეკლესიაში მასწავლებლად დაინიშნა. მას დაევალა ხალხისთვის უქმე დღეებში რუსულ ენაზე კითხვა-სწავლება გაემართა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 15 იანვარს გეორგაძე ქუთაისში მწვანე ყვავილის ეკლესიაში მასწავლებლად დაინიშნა. მას დაევალა ხალხისთვის უქმე დღეებში რუსულ ენაზე კითხვა–სწავლება გაემართა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 15 იანვარს პოლიევქტო კვიცარიძე ქუთაისში მწვანე ყვავილის სახელობის ეკლესიაში მასწავლებლად დაინიშნა. მას დაევალა ხალხისთვის უქმე დღეებში რუსულ ენაზე კითხვა-სწავლება გაემართა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 15 იანვარს მაღრაძე ქუთაისში მწვანე ყვავილის სახელობის ეკლესიაში მასწავლებლად დაინიშნა. მას დაევალა ხალხისთვის უქმე დღეებში რუსულ ენაზე კითხვა-სწავლება გაემართა.

