საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81814

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის მარტში იტალიის ქალაქ ფოსანოს თეატრის ოპერაში ქართველი მომღერალი სერგო ევლახიშვილი მღეროდა. დამსწრე საზოგადოებამ და ოპერის ორკესტრმა პატივისცემის ნიშნად მომღერალს დაფნის გვირგვინი მიართვა.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 5 იანვრიდან კავკასიის მეფისნაცვალის მთავარ სამმართველოში გაცემული ბრძანების მიხედვით, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის კანცელარიის მუშაკი ჭოღოშვილი მთარგმნელად უნდა დაენიშნათ სამეგრელოს დროებითი კომისიაში. ამ კომისიას ევალებოდა სამეგრელოს, სვანეთისა და სამურზაყანოს თავადაზნაურთა გვარების შესახებ ცნობების შედგენა.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 23 სექტემბერს მიხეილ რომანოვის ბრძანებით საზოგადო საქმის განყოფილების დირექტორი ბარანოვსკი დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის მრჩეველად. ამავდროულად დარჩა წინა თანამდებობაზეც.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის მაისში ამხანაგობა „გლეხმა“ გადაწყვიტა ეთარგმნა და გამოეცა რუსი საბავშვო მწერლისა და პედაგოგის, ელიზავეტა ვოდოვოზოვას თხზულება „როგორ ცხოვრობს ხალხი ქვეყანაზე“. მისი გამოცემისთვის საჭირო თანხა ხელის მოწერით უნდა შეგროვებულიყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 24 მაისს სათავადაზნაურო თეატრში ილია კარგარეთელის კონცერტი გაიმართა. ქართველმა მომღერალმა ძირითადად რუსული და იტალიური სიმღერები შეასრულა, თუმცა მსმენელებს განსაკუთრებით ქართული რომანსები მოეწონათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 27 მაისს ქართველი ხელოსნები თბილისში, კუკიაზე შეიკრიბნენ და თბილისის გამგეობას თხოვნით მიმართეს, დაეთმოთ მათთვის ეს ადგილი იჯარით, რათა საცხოვრებელი სახლები აეშენებინათ. მთხოვნელთა შორის იყვნენ: ტატო ოდიაშვილი, კოსტ. არეშიძე, ვასო მგელაძე, მიხეილ ტარიელაშვილი, ზაქ. ნაბიჭვრიშვილი, მიხეილ სუხაშვილი, გაბო ოდიშვილი, ვანო ბიბილაშვილი, ივანე დოლმაზაშვილი, თედო დოლმაზაშვილი და პეტრე პეტრიაშვილი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის განმწესრიგებელ განყოფილებაში მსახურობდნენ: ვასილ ადამის ძე რუდკოვსკი, ტიბერი ივანეს ძე ვერჟბიცკი, თომა ოსიპის ძე ზენკოვიჩი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ მელკომ კასიანეს ძე ლომიძე იყო ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს საბჭოს წევრები იყვნენ: ევგენი პავლეს ძე სტარიცკი, ანდრეი ფრანცის ძე დესიმონი, ივანე ალექსანდრეს ძე ბარტოლომეი, მიხეილ ივანეს ძე ასტაფიევი, ნიკოლოზ ივანეს ძე ბარანოვსკი, მელკომ კასიანეს ძე ლომიძე.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ მიხეილ ივანეს ძე ასტაფიევი იყო სახელმწიფო ქონების, ტყეების, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის სამმართველოს უფროსი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ევგენი პავლეს ძე სტარიცკი იყო რუსეთის იმპერიის სენატორი და საიდუმლო მრჩეველი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ევგენი პავლეს ძე სტარიცკი იყო თბილისის სასამართლო პალატის უფროსი თავმჯდომარე.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოში მსახურობდა გრიგოლ კარლოს ძე მელიქ-ნუბაროვი, VII კლასის თარჯიმანი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ პორფირი თევდორეს ძე ანტონოვი იყო კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსის, ალექსანდრე პავლეს ძე ნიკოლაის კანცელარიის ეგზეკუტორი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის ფინანსურ განყოფილებაში მსახურობდა ევგენი დავითის ძე ისაროვი, VIII კლასის საქმისმწარმოებელი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის თანამშრომელი თომა ოსიპის ძე ზენკოვიჩი იყო კოლეგიის ასესორი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოში მსახურობდა ალექსანდრე ეფიმის ძე ზადოლინი, საგანგებო დავალებათა VI კლასის ჩინოვნიკი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოში მსახურობდა ალექსანდრე იულის ძე ფონ დერ ბრიუგენი, რომელიც იყო საგანგებო დავალებათა V კლასის ჩინოვნიკი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოში მსახურობდა ივანე ფრანცის ძე იანიცკი, საგანგებო დავალებათა V კლასის ჩინოვნიკი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ალექსანდრე პავლეს ძე ნიკოლაი იყო სენატორი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ალექსანდრე პავლეს ძე ნიკოლაი იყო რუსეთის იმპერიის საიდუმლო მრჩეველი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო ალექსანდრე პავლეს ძე ნიკოლაი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის ფინანსურ განყოფილებაში მსახურობდა დიმიტრი თევდორეს ძე ბუინოვი, რომელიც იყო VII კლასის საქმისმწარმოებელი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის ფინანსურ განყოფილებაში მსახურობდა ალექსანდრე ვლადიმერის ძე კოსტენსკი, რომელიც იყო VI კლასის საქმისმწარმოებელი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის ფინანსურ განყოფილებაში მსახურობდა ალექსანდრე კონსტანტინეს ძე დემინი, რომელიც იყო V კლასის საქმისმწარმოებელი.