საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81928

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 29 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისში კავკასიის სოფლის მეურნეობის ინსპექტორი ი. კ. ვასილიევი გარდაიცვალა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ელენე დიმიტრის ასულ ბახტაძეს ხონის ქალთა წრეში რეფერატი უნდა წაეკითხა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნდა ტრიფონ მიხეილის ძე ჯაფარიძის სტატია „მავნებელი ჩვეულება.“

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ალექსანდრე მიხეილის ძე სუმბათაშვილმა თბილისის თავად-აზნაურთა წინამძღოლის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“ სოსო ასლანიშვილმა ოდესაში გამართული ქართული საღამოს შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“ კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძემ გამოაქვეყნა სტატია ვლადიმერ სარდიონის ძე მესხიშვილის შესახებ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ს. ბაირონიშვილმა პიესა „ბედის აჩრდილი“ დაწერა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“ მიხეილ ბესარიონის ძე ესაკიამ ნ. ნიკოლაძის შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-დავითაშვილი თბილისის თავად-აზნაურთა წინამძღოლის არჩევნებში მონაწილეობაზე დათანხმდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გურიის სამღვდელოებამ ოზურგეთში ექვსკლასიანი სასულიერო სასწავლებლის დაარსება გადაწყვიტა. გამგედ სიმონ გრიგოლის ძე თოთიბაძე უნდა დაენიშნათ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 31 დეკემბერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობისგან (წინამძღოლი – გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მიიღო ილია ჭავჭავაძის ძეგლის დასამთავრებლად შეპირებული თანხის ნაწილი – 700 მანეთი.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913-დან 1923 წლის პირველ სექტემბრამდე ნიკოლოზ (კოლია) ნიკოლოზის ძე კვერნაძე, პარტიული ფსევდონიმით გედი, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (სსდმპ) წევრი იყო.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წელს მიხეილ ალექსანდრეს ძე ამონაშვილი, რომან მიხეილის ძე კურდღელაშვილი, იოსებ ქიტესას ძე მარკოზაშვილი, იაგორ კირილეს ძე დათუნაშვილი და მიხეილ დავითის ძე ცისკარაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წევრები იყვნენ.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილმა წევრებმა – დავით, ნინო და ელენე ხელთუფლიშვილებმა, სიმონ ხეჩინოვმა, ამბროსი ხვინგიამ, მაქსიმე ხვინგიამ, პლატონ ხიზანიშვილმა, მინადორა ხოშტარიამ და სილოვან ხუნდაძემ – საწევრო 3-3 მანეთი გადაიხადეს.

1913

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების 1913 წლის ანგარიშის მიხედვით, გამგეობის 39 სხდომიდან მელანია გველესიანისა 25-ს დაესწრო, მარიამ ვარდოსანიძე – 26-ს, ელისაბედ ტყეშელაშვილი – 19-ს, ისიდორე კვიცარიძე – 33-ს, ბართლომე მოსეშვილი – 24-ს, სამსონ ყიფიანი – 32-ს, სვიმონ ხეჩინოვი – 22-ს, სილოვან ხუნდაძე – 27-ს და ტრიფონ ჯაფარიძე – 32 სხდომას..

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის საწევრო – 3-3 მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის ფილიალის ნამდვილმა წევრებმა: დეკანოზებმა – მელიტონ ცაგარეიშვილმა და გაბრიელ ცაგარეიშვილმა, გერასიმე ცაგარეიშვილმა, იროდიონ ცეხანოვსკიმ, ვლადიმერ ცნობილაძემ, ვასილ, სოლომონ, იასონ, ვლადიმერ, ირაკლი, სავლე, კლავდია და პუპი წერეთლებმა.

1913

ტიპი: განათლება

1913 წლის დასასრულს იოსებ აბაკელია გაემგზავრა ფინეთში სახელმწიფო სანატორიუმ „ხალილაში“, სადაც სპეციალურად შეისწავლა გულმკერდის ავადმყოფობა (უმთავრესად ჭლექი) და სანატორიუმის საქმის სასურველ ნიადაგზე დაყენება.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წელს ფინეთში ყოფნისას იოსებ აბაკელიამ რუსულად დაწერა ნაშრომი ტუბერკულოზის შესახებ: „ტუბერკულოზის ინფექციისას ტრაქეობრონქული ჯირკვლების როლისა და პირველადი ბუდის შესაძლო ლოკალიზაციის საკითხზე“ (''Къ вопросу о роли трахеобронхіальныхъ железъ при туберкулезной инфекціи и о возможной локализаціи первичнаго гнħзда'').

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს კონსტანტინე აფხაზი ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა წინამძღოლად აირჩიეს, რის გამოც მან დატოვა სამხედრო სამსახური და საადგილმამულო ბანკის კომიტეტის წევრობა.

1913

ტიპი: განათლება

1913-1914 წელს კონსტანტინე ანდრონიკაშვილმა პარიზში იცხოვრა და ელექტო-ტექნიკური კურსები დაამთავრა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის პირველ იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გუდაუთის განყოფილების გამგეობამ კავკასიაში მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვს შეატყობინა, რომ აპირებდა დაბა გუდაუთაში დაწყებითი სკოლის გახსნას ადგილობრივი ქართველებისთვის და სთხოვა მას სკოლის შენობის ასაშენებლად საჭირო მიწის თავისუფალი ნაკვეთი ან მართლმადიდებლური ტაძრის ასაგებად განსაზღვრული მოედნის პირდაპირ ან კვარტალ №65–ში ან №46–ში. კვარტლის ნომრები მითითებული იყო სამეფისნაცვლოს კანცელარიისგან წარგზავნილი კომისიის მიერ 1913 წელს შედგენილ გეგმაზე. კომისიას ხელმძღვანელობდა მომიჯნავე ნაწილის ინსპექტორი, რომელსაც ევალებოდა დაბა გუდაუთის მიწის ნაკვეთების შესახებ დავების განხილვა.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წელს წარმოადგინეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების წევრობის კანდიდატები: იოსებ ლუკას ძე კიკნაძე, გიორგი სპირიდონის ძე კაჭარავა, ალექსანდრე ღლონტი, რაჟდენ ლევანის ძე საჯაია, გიორგი ივანეს ძე ტაბიძე, ავქსენტი ბაღათურია, პორფირე ფარულავა, ლუკა ახალაია და კირილე მიხეილის ძე ფარულავა.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ივანე ბ–ს ძე გაგუა, სტეფანე გაბესკირია, ჩაგუ გვასალია, ბესარიონ გაბუნია, მენიკი ს.- ს ასული გრიგოლიასი, ალექსანდრე გრიგოლია, ილიკო გერსამია, სარდიონ ესტატეს ძე გობეჩია და სპირიდონ ივანეს ძე დუნდუა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრს, ალექსანდრე თევდორეს ძე პრონინს, გადახდილი ჰქონდა საწევრო, 3 მანეთი.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო დიმიტრი პავლეს ძე ნადარეიშვილი, მდივანი – ნიკოლოზ იოსების ძე გულივერდაშვილი.