რეგისტრირებული ფაქტები81951
სორტირება თარიღი მზარდობით
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის ინსტრუქციის მიხედვით, ბიბლიოთეკებისა და სამკითხველოების სექციას უნდა შეედგინა ბიბლიოთეკებისთვის საჭირო წიგნების კატალოგი; საზოგადოების ბიბლიოთეკებისა და სამკითხველოებისთვის მიეწოდებინა წიგნები, ჟურნალ-გაზეთები და სხვა საჭირო ნივთები.
1913
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმ-ბიბლიოთეკის გამგეობის წესის მიხედვით 1913-1916 წლებში საზოგადოების მუზეუმ-ბიბლიოთეკის წიგნსაცავში მუშაობის უფლება ჰქონდათ იმ პირებს, რომლებიც ლიტერატურასა და ისტორიას მეცნიერულად იკვლევდნენ. ასევე მათ, ვისაც იშვიათი ხელნაწერი სჭირდებოდა და საზოგადოების სხვა სამკითხველოებს არ ჰქონდათ. ამ წლებში იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი სამუზეუმო სექციის წევრი იყო.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913-1916 წლებში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმ-ბიბლიოთეკის გამგეობის წესის მიხედვით, წიგნების ან ხელნაწერების გატანა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამგეობის ნებართვით იყო შესაძლებელი. იმ წლებში იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი სამუზეუმო სექციის წევრი იყო.
1913
ტიპი: ავტორობა
მუზეუმ-ბიბლიოთეკის გამგეობის წესის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმის დათვალიერება შესაძლებელი იყო კვირაობით დილის ათი საათიდან შუადღის სამ საათამდე. განსაკუთრებულ შემთხვევებში მსურველებს მუზეუმის დათვალიერება სამუშაო დღეებშიც შეეძლოთ. ხელს აწერს იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილებამ (თავმჯდომარე ნესტორ ეგნატეს ძე კონტრიძე) გამართა 6 სხდომა, სდაც 21 საქმე განიხილეს.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს პლატონ ჯაფარიძე, ერმალოზ თეიმურაზის ძე ცხადაია, გიორგი ბერიშვილი და ალექსანდრე გიორგის ძე ფირცხალაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს ტრიფონ რომანოზის ძე თაბუკაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების მდივანი იყო.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილება, რომლის თავმჯდომარე იყო სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილება გაიხსნა. 1916 წელს საზოგადოების ნამდვილი წევრი დესპინე გიორგის ასული სიდავასი ამ განყოფილების თავმჯდომარე იყო.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს გედეონ ლაზარეს ძე მეფარიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე იყო.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილება გაიხსნა. მელქისედეკ პავლეს ძე ხელიძე ამ განყოფილების თავმჯდომარე იყო.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ლევან იესეს ძე ადამია, იოსებ ბეგოს ძე ადამია, სპირიდონ ბიჭიას ძე აბზიანიძე, ვარლამ ევგენის ძე ადამია, მალაქია იესეს ძე ადამია, კონსტანტინე ბეგლარის ძე ადანაია, ანა ნიკოლოზის ასული ავალიშვილი, ლევან ალექსის ძე ალშიბაია და ტიმოთე ივანეს ძე ანუა.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ბაგრატ ბერულავა, ოლღა დიმიტრის ასული ბერულავა, შალვა ბოლქვაძე, დიმიტრი ბოლქვაძე, მათე მარკოზის ძე ბახტაძე, ვიქტორ ბეკოს ძე ბახტაძე, ილარიონ მაქსიმეს ძე ბოკუჩავა, არსენ გაბრიელის ძე ბურჭულაძე და ერასტო ბასილია.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: თევდორე ფილიპეს ძე დანელია, სპირიდონ დავითულიანი, სოლომონ დემურია, ბენედიქტე დგებუაძე, გრიგოლ ლუკას ძე ერქომაიშვილი, ნიკიფორე დავითის ძე ერქომაიშვილი, ივანე ლავრენტის ძე ერქომაიშვილი, თეოდორა ალექსანდრეს ასული ერქომაიშვილი და ფილიპე დავითის ძე ერქომაიშვილი.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ილია იაკინთეს ძე დოლიძე, მელიტონ დავითის ძე დოხნაძე, თამარ დიმიტრის ასული დგებუაძე, ოლღა ფარნაოზის ასული დადიანი, გრიგოლ უშანგის ძე დადიანი, ანა ბესარიონის ასული დავითაია და ბესარიონ ალექსის ძე დგებუაძე.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: მინა ბაკურაძე, იაკინთე ბახტაძე, ილია ბახტაძე და სიმონ ბარკალაია.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ევსევი ბესარიონის ძე გვათუა, ოლღა დიმიტრის ასული გოგრიჩიძე, ვასილ ლაზარეს ძე გოგრიჩიძე, მიხეილ ესტატეს ძე გურგენიძე, პეტრე გურჯიანი, ალექსანდრე ბესოს ძე გოგსაძე, პლატონ ათანასეს ძე გვაზავა და იორდანე გოგია.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: იოსებ გეგენავა, გიორგი ბეჟანის ძე გვალია, ტარიელ გვალია, ალექსანდრე პეტრეს ძე გიორგობიანი, იასონ (იაკიმე) ლუარსაბის ძე გეგელაშვილი, ვარლამ თეიმურაზის ძე გოჩელეიშვილი, კალისტრატე თეიმურაზის ძე გოჩელეიშვილი, მარკოზ მაქსიმეს ძე გუგუშვილი და ნიკო გულუა.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ბესარიონ ბაქრაძე, ანა სიმონის ასული გალდავაძე, ანტონ თევდორეს ძე გალდავაძე, ალექსანდრა გვაზავა, მიხელ იაკობის ძე გვაზავა, გრიგოლ იაკობის ძე გვაზავა, ანასტასია დიმიტრის ასული გვაზავასი, ნიკო ბურდღუს ძე გვარამია, დესპინე გრიგოლის ასული შარვაშიძე-გელოვანისა და ეგნატე ვახტანგის ძე გეგენავა.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ვარლამ ნიკიფორეს ძე მიქაძე, ეკატერინე ივანეს ასული მიქაძე, ნესტორ ივანეს ძე მასხარაშვილი, ანასტასია დავითის ასული მასხარაშვილისა, ილია ვლადიმერის ძე მოსიძე, ივანე სიმონის ძე მუმულია, ნინო პავლეს ასული მაჭავარიანი, სევერიანე ალექსის ძე მელაძე, ეკატერინე გრიგოლის ასული მგალობლიშვილი და კოწია ივანეს ძე მგელაძე.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: სიკო კაკუბერი, ქრისტინე კეთილაძე, ილია გარსევანის ძე კიკვაძე, ანტონ კირცხალია, ნადეჟდა დიმიტრის ასული კაჭარავა, სალომე თეიმურაზის ასული ლოლუა, იოსებ ტოჩიას ძე ლოლუა, ივანე ნიკოლოზის ძე მიმინოშვილი და ელპიტა სპირიდონის ასული მიმინოშვილი.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: სამსონ დავითის ძე კილაძე, ივანე შარვანის ძე კოზმავა, მოსე ტიმოთეს ძე კიღურაძე, სევერიან ილარიონის ძე კუხალეიშვილი, სპირიდონ ილარიონის ძე კუხალეიშვილი, ნიკო ხახუას ძე კოკაია, აქვსენტი ივანეს ძე კინწურაშვილი, ალექსი ნიკოლოზის ძე კვიტატიანი, ალექსანდრე კვახაძე და ალექსანდრე კვაშილავა.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: მაქსიმე კოსტას ძე ესაკია, ივანე ფირანის ძე ეზაკელი, სოლომონ დავითის ძე ეფრემაშვილი, ვლადიმერ პახვას ძე ემუხვარი, ვასილ ერქომაიშვილი, ევტერპია პავლეს ასული თავდგირიძე, ნიკოლოზ ყარამანის ძე თავდგირიძე, ზაქარია სიმონის ძე თურქია, ნინო ალექსანდრეს ასული თურქია და ბეგლარ პეტრეს ძე თურქია.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლიდან იაგორ როსტომის ძე თალაკვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.