რეგისტრირებული ფაქტები85202
სორტირება თარიღი მზარდობით
1866
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1866 წელს კავკასიის ნამესტნიკმა, მიხეილ რომანოვმა კერძო მემამულეს, მოსე ტერ-სტეფანიანს გადაუხადა მადლობა, იმის გამო, რომ მან უფასოდ გასცა თავისი მიწები რკინის გზის ქვესაგებისთვის.
1866
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1866 წელს მიხეილ რომანოვმა კერძო მემამულეს, ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ მუხრან-ბატონს, მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ თავისი მიწები უფასოდ გასცა რკინიგზის ქვესაგებისთვის.
1866
ტიპი: მფლობელობა
1866 წლის 6 სექტემბერს თბილისის სასამართლოში გადაწყვიტეს უძრავი ქონების გაყიდვა, რომელიც ნონია აიბეგოვს ეკუთვნოდა.
1866
ტიპი: მფლობელობა
1866 წლის 6 სექტემბერს თბილისის სასამართლოში 300 მანეთად უნდა გაეყიდათ ძველი, ერთსართულიანი სახლი, რომელიც იქამდე ეკუთვნოდათ არსენა და ივანე არაქელაშვილებს.
1866
ტიპი: მფლობელობა
1866 წლის 7 სექტემბრისთვის თბილისის გუბერნიის სამმართველოში იყიდებოდა მამული, რომელიც გარდაცვალებამდე ეკუთვნოდათ იაგორ და სამსონ ალენიჩებს.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 9 სექტემბერს უ. კერესელიძის სახლთან იყიდებოდა 240 კვადრატული მ. მიწა და ორი ოთახი. ფასის გაგება შეიძლებოდა უ. სულთანოვიჩისგან.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 9 სექტემბერს თბილისში გოგირდის წყლების ახალი კერების გამოსავლენად შექმნილ კომისიას სამოქალაქო მრჩეველი გერმანე ვილჰელმის ძე აბიხი ხელმძღვანელობდა.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 9 სექტემბერს კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის განკარგულებით თბილისში შეიქმნა კომისია, რომელსაც უნდა შეესწავლა მინერალური წყლებით მდიდარი ტერიტორიები თბილისში და გოგირდის წყლების ახალი კერები გამოევლინა.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 17 სექტემბერს მთავარეპისკოპოსი გევორქი სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს.
1866
ტიპი: გარდაცვალება
1866 წლის 17 სექტემბერს კვაცხუთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იოანე ნიკოლოზის ძე ჯაფარიძე გარდაიცვალა.
1866
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1866 წელს მიხეილ რომანოვმა მელიქოვის თანაშემწეს, პოლკოვნიკ კომაროვს, დავალების გულდასმით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.
1866
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1866 წელს მიხეილ რომანოვმა დავალების გულდასმით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა მელიქოვის თანაშემწეს, პოლკოვნიკ ჩიჯავაძეს.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 23 სექტემბერს მიხეილ რომანოვის ბრძანებით კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს სახელმწიფო ქონების დეპარტამენტის დირექტორი ვიტტე დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის მრჩეველად. იგი იმავდროულად დარჩა წინა თანამდებობაზეც.
1866
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1866 წელს მიხეილ რომანოვმა დავალების გულდასმით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა მელიქოვის თანაშემწეს, გენერალ-მაიორ ჯომარჯიძეს.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 23 სექტემბერს მიხეილ რომანოვის ბრძანებით საზოგადო საქმის განყოფილების დირექტორი ბარანოვსკი დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის მრჩეველად. ამავდროულად დარჩა წინა თანამდებობაზეც.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 26 სექტემბრიდან, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში შესული ბრძანების მიხედვით, ნაკაშიძე უნდა დაენიშნათ რწმუნებულად სახელმწიფო ქონების დეპარტამენტში.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 26 სექტემბრიდან ნიკოლოზ ყენია კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში შესული ბრძანების მიხედვით, უნდა გამხდარიყო ოზურგეთის პირველი განყოფილების მომრიგებელი შუამავალი.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის ოქტომბერში ქუთაისში დიმიტრი სვიატოპოლკ-მირსკის თაოსნობით გაიხსნა სასწავლებელი ახალგაზრდა ქალებისთვის, რომელშიც წერა-კითხვა და სხვადასხვა ხელობა ისწავლებოდა.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 7 ოქტომბერს, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს განკარგულებით, მესამე მომიჯნავე კომისიის მოსამართლე წევრი იოსებ წინამძღვრიშვილი „კოლლეჟსკი სეკრეტარი“ გახდა.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 7 ოქტომბერს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს განკარგულებით, სახელმწიფო ქონების დეპარტამენტის მიწის მზომავი, როტინოვი გახდა „ტიტულიარნი სოვეტნიკი“.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 7 ოქტომბერს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს განკარგულებით, საფინანსო დეპარტამენტის ბუღალტერი, მიხეილ ამბარდანოვი გახდა „ტიტულიარნი სოვეტნიკი“.