რეგისტრირებული ფაქტები89813
სორტირება თარიღი მზარდობით
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 23 სექტემბერს მიხეილ რომანოვის ბრძანებით კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს სახელმწიფო ქონების დეპარტამენტის დირექტორი ვიტტე დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის მრჩეველად. იგი იმავდროულად დარჩა წინა თანამდებობაზეც.
1866
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1866 წელს მიხეილ რომანოვმა დავალების გულდასმით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა მელიქოვის თანაშემწეს, გენერალ-მაიორ ჯომარჯიძეს.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 23 სექტემბერს მიხეილ რომანოვის ბრძანებით საზოგადო საქმის განყოფილების დირექტორი ბარანოვსკი დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის მრჩეველად. ამავდროულად დარჩა წინა თანამდებობაზეც.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 26 სექტემბრიდან, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში შესული ბრძანების მიხედვით, ნაკაშიძე უნდა დაენიშნათ რწმუნებულად სახელმწიფო ქონების დეპარტამენტში.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 26 სექტემბრიდან ნიკოლოზ ყენია კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში შესული ბრძანების მიხედვით, უნდა გამხდარიყო ოზურგეთის პირველი განყოფილების მომრიგებელი შუამავალი.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის ოქტომბერში ქუთაისში დიმიტრი სვიატოპოლკ-მირსკის თაოსნობით გაიხსნა სასწავლებელი ახალგაზრდა ქალებისთვის, რომელშიც წერა-კითხვა და სხვადასხვა ხელობა ისწავლებოდა.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 7 ოქტომბერს, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს განკარგულებით, მესამე მომიჯნავე კომისიის მოსამართლე წევრი იოსებ წინამძღვრიშვილი „კოლლეჟსკი სეკრეტარი“ გახდა.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 7 ოქტომბერს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს განკარგულებით, სახელმწიფო ქონების დეპარტამენტის მიწის მზომავი, როტინოვი გახდა „ტიტულიარნი სოვეტნიკი“.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 7 ოქტომბერს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს განკარგულებით, საფინანსო დეპარტამენტის ბუღალტერი, მიხეილ ამბარდანოვი გახდა „ტიტულიარნი სოვეტნიკი“.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 7 ოქტომბერს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს ბრძანებით, ივანე თუმანიშვილი გახდა „კოლლეჟსკი ასსესორი“.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 7 ოქტომბერს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს ბრძანებით, ლავრენტი არდაზიანი, რომელიც მსახურობდა თბილისის გენერალ-გუბერნატორის კანცელარიაში, გახდა „ნადვორნი სოვეტნიკი“.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 7 ოქტომბერს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს განკარგულებით, ნაცვალოვი გახდა „ნადვორნი სოვეტნიკი“.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 7 ოქტომბერს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს განკარგულებით, „კოლლეჟსკი სოვეტნიკი“ ვახტანგ გურამოვი, რომელიც იქამდე საგლეხო საქმის სასამართლოში თბილისის აზნაურობის მიერ დანიშნული წევრი იყო, გახდა „სტატსკი სოვეტნიკი“.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 7 ოქტომბერს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს განკარგულებით, მეექვსე კლასისა და განსაკუთრებული მინდობილობის მოხელე ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანბატონი გახდა „სტატსკი სოვეტნიკი“.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 7 ოქტომბერს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს განკარგულებით ანტონ ყარაევი კოლეგიის ასესორი გახდა.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 10 ოქტომბრიდან, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში შესული ბრძანების მიხედვით, თუმანიშვილს ორი თვით დაატოვებინეს თანამდებობა, რადგან ის ამ პერიოდში საფრანგეთსა და იტალიაში იმყოფებოდა.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 12 ოქტომბერს მიხეილ რომანოვმა მადლობა გადაუხადა თუმანოვს განკარგულების ეფექტურად განხორციელებისთვის, რომლის დამსახურებითაც 1865 წელს რამდენიმე ათასმა ჩეჩენმა გაიარა თბილისის გუბერნია და თერგის მაზრის გავლით მივიდა ოსმალეთამდე.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 12 ოქტომბერს თბილისში, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში გაიცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ქონების დეპარტამენტის აგრონომი სერებრიაკოვი დროებით დაითხოვეს სამსახურიდან.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 12 ოქტომბერს თბილისში, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში გაიცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, სენაკის გამგეობის მმართველი ბიკოვი უნდა გადაეყვანათ ფოთში, რათა იქ გაეგრძელებინა მუშაობა.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 12 ოქტომბერს მიხეილ რომანოვმა მადლობა გადაუხადა გორის მმართველს, თ. ერისთავს, იმის გამო, რომ ის სამაგალითოდ მართავდა თავის გამგეობას.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 12 ოქტომბერს მიხეილ რომანოვმა მადლობა გადაუხადა „მთის ოკრუგის“ მმართველ გრიგოროვს იმის გამო, რომ ის სამაგალითოდ მართავდა თავის გამგეობას.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 12 ოქტომბერს მიხეილ რომანოვმა მადლობა გადაუხადა დეკანოზოვს განკარგულების ეფექტურად განხორციელებისთვის, რომლის დამსახურებითაც, 1865 წელს რამდენიმე ათასმა ჩეჩენმა გაიარა თბილისის გუბერნია და თერგის მაზრის გავლით მივიდა ოსმალეთამდე.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 12 ოქტომბერს მიხეილ რომანოვმა მადლობა გადაუხადა ზაიკოვსკის განკარგულების ეფექტურად განხორციელებისთვის, რომლის დამსახურებითაც, 1865 წელს რამდენიმე ათასმა ჩეჩენმა გაიარა თბილისის გუბერნია და თერგის მაზრის გავლით მივიდა ოსმალეთამდე.

