რეგისტრირებული ფაქტები87540
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, ევგენია ბოლესლავის ასული რადაცი იყო გენერალ-მაიორ ერნესტ ავგუსტის ძე რადაცის მეუღლე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ერნესტ ავგუსტის ძე რადაცი იყო გენერალ-მაიორი.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთი „Грузия“ იუწყება გენერალ-მაიორი ერნესტ ავგუსტის ძე რადაცის გარდაცვალების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ვეტერინარი თევდორე ცინცაძე ქალაქ ფოთში ცხოვრობდა.
1918
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ თამარ და ბაბი ცინცაძეების დედა იყო ბარბარე ივანეს ასული ბოძიევა.
1918
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ფოთელ ექიმ თევდორე ცინცაძეს ჰყავდა ქალიშვილები, თამარი და ბაბი.
1918
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ფოთელი ექიმის, თევდორე ცინცაძის მეუღლე იყო ბარბარე ივანეს ასული ბოძიევა.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 8 სექტემბერს ქალაქ ფოთში გარდაიცვალა ბარბარე ივანეს ასული ბოძიევა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თევდორე ცინცაძე ვეტერინარი იყო.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 8 ოქტომბერს სოფელ ქვიშხეთში გაბრიელ ჯაიანი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 11 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მგალობლიშვილი მეჯვრისხევის ნაწილის ბოქაული იყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 4 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ილარიონ ივანეს ძე ვორონცოვ-დაშკოვი ბაქოდან თბილისში ჩამოვიდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 4 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ თბილისის სათავაზნაურო სკოლის ინსპექციამ ჭიანურის მასწავლებლად ანდრია ნიკოლოზის ძე ყარაშვილი მიიწვია.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 4 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ თბილისის სათავაზნაურო სკოლის ინსპექციამ ხატვის მასწავლებლად გიორგი ივანეს ძე გაბაშვილი მიიწვია.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 12 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ სოფელ კულაშში ექიმი გინზბურგი დაბინავდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 12 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ლანჩხუთში მცხოვრებ ქალებს განათლებაზე ხელი აღარ მიუწვდებოდათ, რადგან მათი ყოფილი მასწავლებელი არსენ სიმონის ძე წითლიძე ვეღარ ახერხებდა ამ საქმიანობის გაგრძელებას.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 11 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ კურაკინი მთავარმართებლის საგანგებო მინდობილობათა მეშვიდე ხარისხის მოხელედ დაინიშნა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 17 სექტემბერს ქართულ თეატრში უნდა გამართულიყო საქველმოქმედო წარმოდგენა „ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე”. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებდნენ ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილი, გედევან გედევანოვი, სვიმონ გოგოლაშვილი და სხვ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 12 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ თბილისის ყოფილი გუბერნატორის, გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძის სახელზე სტიპენდიის დაარსება გადაწყდა. ამ სტიპენდიით თბილისისა და ქუთაისის გიმნაზიების თითო სტუდენტისთვის სწავლა სრულად უნდა დაეფინანსებინათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 სექტემბერს ბ. ა. ჯაბადარმა ქალაქის გამგეობას მოახსენა, რომ თბილისში ქუჩის ფარნების დიდი ნაწილი გამოსაცვლელი იყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 10 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ყარსის რკინიგზის მშენებლობის მიმდინარეობას ვურცელი ყოველკვირეულად ამოწმებდა.

