რეგისტრირებული ფაქტები87540
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 5 სექტემბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, ვიშნევსკი თბილისის სამოსამართლო პალატის დეპარტამენტის თავმჯდომარედ დაინიშნა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ქართული თეატრის ამხანაგობის გამგეობა ხალხს სცენაზე სამუშაოდ იწვევდა. მსურველებს თბილისის სათავადაზნაურო ბანკში პავლე როსტომის ძე ყიფიანისთვის უნდა მიემართათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 11 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვმა საყვედური გამოუცხადა მგალობლიშვილს იმის გამო, რომ მან სათანადო ყურადღება არ მიაქცია ჭირით დახოცილი საქონლის დამარხვას. დახოცილი საქონელი ქუჩებში დაყარეს და ამის გამო გორის მაზრაში ჭირი გავრცელდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 5 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ი. ს. ბეკი თბილისის გუბერნიისა და ზაქათალის ოლქის სახელმწიფო ქონებათა მმართველი იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 2 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ფ. ა. ივანოვმა ავადმყოფობის გამო უარი თქვა თბილისის მთავარ აგენტობაზე.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 5 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ი. ს. ბეკის კახეთში გამგზავრების გამო მის თანამდებობას დროებით მისი თანაშემწე, პავლოსვსკი აღასრულებდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 ოქტომბერს ოზურგეთში საქველმოქმედო მიზნით დაიდგა ვალერიან გუნიას პიესა „რაც არ მერგება, არ შემერგება”.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 4 მაისს თბილისის პირველი გიმნაზიის დარბაზში „შეგირდთა დამხმარე საზოგადოების” კრება გაიმართა. კრებაზე გადაწყდა, რომ გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინისთვის ამ საზოგადოების საპატიო წევრობა ეთხოვათ.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 4 მაისს თბილისის პირველი გიმნაზიის დარბაზში „შეგირდთა დამხმარე საზოგადოების” კრება გაიმართა. კრებაზე ვასილ ლ. ველიჩკო საზოგადოების წესდების მეხუთე მუხლის მიხედვით სამუდამო წევრად აირჩიეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 11 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ზაქარია ჭიჭინაძემ წიგნად გამოსცა მოთხრობა „ქალ-ვაჟიანი”.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 5 სექტემბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, შარიგინი თბილისის ოლქის სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 5 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გიორგი მგალობლიშვილი სარაყამიშის ფოსტა-ტელეგრაფის კანტორის უფროსის თანაშემწედ დაინიშნა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 5 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ შარიგინი თბილისის სამოსამართლო პალატის მბრალდებლის ამხანაგი იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 5 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ლავრენტი ჯავროვი მცხეთის ფოსტის განყოფილების მოხელედ გადაიყვანეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ თბილისის ყოფილი გუბერნატორისთვის, გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძისთვის ალბომს ამზადებდნენ. ალბომს ვერცხლის ყდა ჰქონდა და შარვაშიძის სურათით იყო გაფორმებული.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 5 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გიორგი მგალობლიშვილი თელავის ფოსტა-ტელეგრაფის კანტორის მოხელე იყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ თბილისის პოლიცმაისტერის თანაშემწე სოკოლოვსკიმ მთავრობას სთხოვა, რომ ავამდმყოფობის გამო სამსახურიდან უფრო ხანგრძლივი დროით დაეთხოვათ.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 5 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ სტეფანე კომეტიანი ზუგდიდის ფოსტა-ტელეგრაფის მოხელედ დაინიშნა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 5 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ევგენი ნათაძე ალექსანდროპოლის ფოსტა-ტელეგრაფის კანტორის ფოსტალიონად დაინიშნა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 10 აგვისტოს სოფელ ხაშმში უსახლკარო ქალის დასახმარებლად ღონისძიება გაიმართა. ამ ღონისძიებაზე ხალხის თხოვნით ვალერიან ლევანის ძე გუნიას „და-ძმა” დაიდგა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 6 სექტემბრის „ცნობის ფურცლის” მეშვეობით სოფელ ჯუმათის მაცხოვრებლებმა გამოთქვეს იმედი, რომ ალ. გამრეკელი სოფელი ბაილეთიდან სუფსის სადგურამდე გზების შეკეთებას უზრუნველყოფდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 8 სექტემბრისთვის ნაძალადევში აკაკი წერეთლის პიესა „კინტო” იდგმებოდა.

