საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები83999

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 14 თებერვალს სახალხო სახლში ქართული წარმოდგენების მმართველმა წრემ წარმოადგინა გაბრიელ სუნდუკიანცის კომედია „დაქცეული“ ოჯახი. რეჟიისორი იყო კოტე შათირიშვილი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 14 თებერვალს ხაშურში წარმოადგინეს სიო ჭანტურიშვილის 3-მოქმედებიანი დრამა „მორევში“ და ერთმოქმედებიანი კომედია „საუბედურო დებიუტი“ იუზა ზარდალიშვილისა და ანა შოთაძის მონაწილეობით.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის 14 თებერვალს სახადით დაავადებული ვარლამ გელოვანი თბილისში, არამიანცის საავადმყოფოში, ჩამოიყვანეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 14 თებერვალს სახალხო სახლში ქართული წარმოდგენების მმართველი წრის მიერ წარმოდგენილ კომედიაში „დაქცეული“ ელენე ციმაკურიძემ სალომეს როლი შეასრულა, ნიკო გოცირიძემ ითამაშა გიჟმოზე, პიერეტამ – ნატო, ალექსი მეტრეველმა – უანგარო მიხო, გიგო გელიკურაშვილმა – ფარსიღა და ა.შ.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის 14 თებერვალს ომში სახადით დაავადებული ვარლამ გელოვანი მეუღლესთან, ნინო თარხნიშვილთან, ერთად თბილისში ჩამოიყვანეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილმა სამუზეუმო სექციას დასამტკიცებლად წარუდგინა გეგმა, რომ წიგნები ყდებში უნდა ჩაესვათ, გაეკეთებინათ ორი კარადა წიგნების დასალაგებლად და სამი ვიტრინა სამუზეუმო ნივთებისათვის. ასევე ერთი კარადა-ვიტრინა ილია ჭავჭავაძის ტანისამოსისთვის.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილმა სამუზეუმო სექციას დასამტკიცებლად წარუდგინა გეგმა, რომ რუსულ და სხვა ენებზე დაბეჭდილი წიგნების, სიგელ-გუჯრებისა და სხვა დოკუმენტების კატალოგები უნდა შეედგინათ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 თებერვალს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა სამუზეუმო სექციას დასამტკიცებლად წარუდგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა შეეძინათ ის ქართული წიგნები, რომლებიც არ ჰქონდათ. ასევე, სხვა უცხოენოვანი წიგნები, რომლებიც საქართველოს და კავკასიას ეხებოდა და საჭირო იყო საქართველოს უკეთესად შესასწავლად.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილის მოხსენება მუზეუმის სამოქმედო გეგმის შესახებ. ხელს აწერენ სექციის თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და მდივანი იროდიონ სონღულაშვილი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ (ხაზინადარი − ივანე პაატაშვილი) 1914 წლის შემოსავლის ანგარიში გაუგზავნა. ანგარიშის მიხედვით, შემოსავლიდან 1913 წლის ნაშთი 151. 13 მანეთი იყო, საწევრო გადასახადი − 189, სოფიო ვახვახიშვილის სასტიპენდიო თანხის სარგებლიანი ქაღალდების პროცენტი − 68. 23, ჟურნალ-გაზეთებიდან შემოსული თანხა − 36. 75, საზოგადოების წიგნის მაღაზიიდან დაბრუნებული ვალი − 58. 20 მან. სულ 1914 წელს შემოსული თანხა 503. 41 მანეთს შეადგენდა. 1915 წლის პირველ იანვრამდე წიგნის მაღაზიაზე ვალად ითვლებოდა 1200 მან., სოფიო ზარაფიშვილზე − 100.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ შეატყობინა, რომ ის ორ დღეში წარმოადგენდა განყოფილების მოქმედების შესახებ ანგარიშს. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ (ხაზინადარი − ივანე პაატაშვილი) გაუგზავნა სკოლის 1914 წლის შემოსავლის ანგარიში: შემოსავალი სულ 1 622. 09 მანეთს შეადგენდა, აქედან 1914 წელს სწავლის გადასახადით შემოსული 292 მანეთი იყო, გასართობი საღამოებიდან − 1 056. 21, სოფიო ვახვახიშვილის სასტიპენდიო თანხის სარგებლიანი ქაღალდების პროცენტი − 8. 47, შემოწირულობა − 39. 50, საზოგადოების თელავის განყოფილების გაღებული თანხა კი − 225. 91 მან.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის ანგარიშები. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ 1914 წლის გასავლის ანგარიში გაუგზავნა. ანგარიშის მიხედვით, 1914 წელს წიგნის მაღაზიის წინა წლების დანახარჯი 58. 20 მანეთი იყო, სოფიო ვახვახიშვილის სტიპენდიის თანხა − 60, ილია ზარაფიშვილის სახლების საქმეზე თბილისიდან მოწვეული ვექილის გზის ხარჯი − 30 მან., წვრილმანი ხარჯები − 22. 83, სკოლას მოხმარდა 225. 91 მანეთი. სულ 1914 წელს თელავის განყოფილებამ 396. 94 მანეთი დახარჯა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 15 თებერვალს ქშწგ საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ (თავმჯდომარის მოადგილე – ალექსანდრე ვახვახიშვილი, მდივანი – ივანე პაატაშვილი) 1914 წლის სკოლის გასავლის ანგარიში გაუგზავნა. ანგარიშის მიხედვით, 1914 წელს სკოლის გამგეს გადაუხადეს 400 მანეთი, მეორე მასწავლებელს − 320, მესამე მასწავლებელს –100, მოსამსახურეს − 137, სახლის ქირა დაჯდა 340 მან., განათება − 18, წყალი − 14. 10, მოსწავლეთათვის წამალი − 53. 42, ჟურნალ-გაზეთები − 10. 16, ავეჯი და სამოსწავლო ნივთები – 23. 13, ბავშვების გართობა − 2. 35, მერხების შეკეთება − 9. 78, სოფიო ვახვახიშვილის სტიპენდიის ხარჯი – 8. 47, მასწავლებელს წვრილმანი ხარჯებისთვის ავანსად მიეცა 13 მანეთი, სხვადასხვა ხარჯმა შეადგინა 80. 08 მან. სულ 1914 წლის გასავალი 1 622 მანეთი იყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში გამართულ სპექტაკლს „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ 231 კაცი დაესწრო. მოგებამ შეადგინა 72.18 მანეთი. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით იაკობის ძე მებუკის ლექსი „მწუხარე დედას“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დია ჩიანელის (დავით მელიტონის ძე ჩხეიძის) მოთხრობა „მშობლიურ ცის ქვეშ“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ლადო ბზვანელის (ვლადიმერ ქრისტეფორეს ძე ნაცვლიშვილის) წერილი „აკაკის სამგლოვიარო დღეს!“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კონსტანტინე ჭიჭინაძის თხზულება „ეს არის? (ვუძღვნი აკაკის ხსოვნას)“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ლუკას ძე სიხარულიძის ლექსი „მამის საფლავზე“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 15 თებერვალს ზუბალაშვილების სახალხო სახლში მიხეილ კავსაძის ხელმძღვანელობით კონცერტი გაიმართა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „აკაკის ძეგლი“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 15 თებერვალს ზუბალაშვილების სახალხო სახლში გამართულ კონცერტზე ლუარსაბ ჯანდიერმა „ურმული“ შეასრულა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ჯაფარიძის წერილი „ვლ. ალექსი-მესხიშვილს“.