რეგისტრირებული ფაქტები87437
სორტირება თარიღი მზარდობით
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წელს ჯუმათელი კორენტი ევგენი სოლომონის ძე აფხაზავა I მსოფლიო ომში იბრძოდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ხაშურის თეატრის გამგეობამ კონსტანტინე ძნელაძის თავმჯდომარეობით გადაწყვიტა გომსა და მიმდებარე სოფლებში იაფფასიანი წარმოდგენები გაემართა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის ზაფხულის სეზონზე ქართველ მსახიობთა ამხანაგობას წარმოდგენები ყვირილაში, ადგილობრივი საკრებულოს დარბაზში, უნდა გაემართა. დასის წევრები იყვნენ: მარო მდივანი, ნატალია ჯავახიშვილი, კ. რუხაძე, ვასილ არაბიძე, არ. არაბიძე, ივანე ბარველი, ნ. ასათიანი, ა. ყალაბეგიშვილი, ალექსანდრე გაჩეჩილაძე, ვასილ ურუშაძე, მოკარნახე გიორგი გურული და სხვ.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს დიმიტრი ერასტის ძე ჩოლოყაშვილი თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლად აირჩიეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ერეკლე მოსეს ძე თოიძის 60-მდე ნახატი რუსმა მხატვრებმა მოსკოვში წაიღეს.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
პოდპორუჩიკი შალვა ალექსანდრეს ძე ზედგინიძე 1915 წელს, I მსოფლიო ომში, დაიჭრა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის ზაფხულში პლატონ ჩიქვინიძის ორგანიზებით ქართველ მსახიობთა დასს კახეთის სხვადასხვა რაიონში წარმოდგენები უნდა გაემართა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს სოლომონ კიპრიზოვმა განათლების სამინისტროს 3-სართულიანი (40-ოთახიანი) სახლი შესწირა. სახლის ღირებულება იყო 30 000 მანეთი.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ედუარდ კარლოს ძე ლიოზენი თბილისის კლასიკური გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებელი იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს დიმიტრი ჩოლოყაშვილმა პასუხისმგებლობა აიღო, თავისი ხარჯით აღეზარდა ორი მაჰმადიანი ობოლი – ძმები დიასამიძეები.

