რეგისტრირებული ფაქტები92206
სორტირება თარიღი მზარდობით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების წლიურ კრებას დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა საზოგადოების საპატიო წევრ ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილის გარდაცვალების ამბავი აცნობა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 14 დეკემბერს ავლაბრის სახალხო თეატრში ავქსენტი ცაგარლის მიერ თარგმნილი ოთხმოქმედებიანი დრამა „უმუშევარნი“ წარმოადგინეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 14 დეკემბერს შორაპანში ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა სიმონ კონსტანტინეს ძე ძაძამიძის მონაწილეობით ქართულ ენაზე წარმოადგინეს პიესა „სოფიო“, ხოლო რუსულ ენაზე – „კარგად შეკერილი ფრაკი“.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 დეკემბერს სახალხო სახლში წარმოდგენების მმართველმა წრემ გამართა სპექტაკლი „ქრისტინე“ ვ. ნინიძის, მ. რომანიშვილისა, სოფიო ანკარას, ელენე ციმაკურიძის, ნიკოლოზ გოცირიძის, მიხეილ ჭიაურელის, ი. მინდიაშვილის, გრიგოლ ანაშვილის, ვ. რატიშვილის, ალექსი მეტრეველის და სხვ. მონაწილეობით.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 17 დეკემბერს სახალხო სახლში ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით თბილისის ქართული დრამატული დასის ამხანაგობამ პიესა „გაწყვეტილი სიმი“ წარმოადგინა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 17 დეკემბერს ქართველ მსახიობთა ამხანაგობის დასმა სახალხო სახლში გიგო ფრონისპირელის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, პლატონ კორიშელის, ეფემია მესხის, ნინო ჩხეიძის, ალექსანდრე იმედაშვილის, ნინო თოიძის და სხვ. მონაწილეობით „გაწყვეტილი სიმი“ წარმოადგინა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 17 დეკემბერს სახალხო სახლში ქართველ მსახიობთა ამხანაგობის დასმა ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით „გაწყვეტილი სიმი“ წარმოადგინა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 18 დეკემბერს ნოქართა კლუბში ინტერნაციონალური საღამო გაიმართა. ვასილ აბაშიძის რეჟისორობით წარმოადგინეს სამი ერთმოქმედებიანი პიესა ქართულ („რაც არ მერგება, არ შემერგება), რუსულ და სომხურ ენებზე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 20 დეკემბერს ხარფუხის სცენისმოყვარეებს სერგო პეპანოვის რეჟისორობით ივანე გიგოშვილის ხუთმოქმედებიანი დრამა „შურისძიება“ უნდა წარმოედგინათ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 20 დეკემბერს ქუთაისის თეატრში მარო მდივანის ბენეფისი უნდა გამართულიყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 20 დეკემბერს მუსულმანთა აუდიტორიაში ქართული თეატრის სააღმშენებლო ფონდის სასარგებლოდ ივანე გოგიშვილს უნდა წარმოედგინა თავისი პიესა „შურისძიება“.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 20 დეკემბერს ხარფუხის მუსულმანთა აუდიტორიაში ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა ვანო გიგოშვილის პიესა „შურისძიება“ წარმოადგინეს.

