რეგისტრირებული ფაქტები87437
სორტირება თარიღი მზარდობით
1915
ტიპი: გარდაცვალება
პავლე ალექსის ძე კალანდაძე 1915 წლის 26 აპრილს წმ. ნინოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 26 აპრილს ხაშურის დრამატულმა წრემ გასტროლებზე ჩასულ ნინო ჩხეიძეს, მიხეილ ქორელს, ანეტა ქიქოძეს გამოსამშვიდობებელი ვახშამი გაუმართა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 26 აპრილს ხაშურის დრამატულმა წრემ „მედეა“ წარმოადგინა. სპექტაკლის რეჟისორი იყო მიხეილ ქორელი, მონაწილეობდნენ ნინო ჩხეიძე, ანეტა ქიქოძე და სხვ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 26 აპრილს ბაქოში სეზონის გამოსათხოვარ საღამოზე წარმოადგინეს იოსებ გედევანიშვილის „მსხვერპლი“, რომელშიც მონაწილეობდნენ ელენე ანდრონიკაშვილი, შალვა დადიანი, შალვა გოგოლაშვილი, დავით გამყრელიძე, მ. მატარაძე, გ. პავლიაშვილი და სხვ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 26 აპრილს ბაქოში თეატრალური სეზონის გამოსათხოვარი წარმოდგენა ანტონ ჭუმბურიძის სიმღერით დასრულდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 26 აპრილს ბაქოში სეზონის გამოსათხოვარ საღამოზე წარმოადგინეს დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“, რომელშიც მონაწილეობდნენ ა. ქარქაშიძე, შალვა ხონელი, ელო ანდრონიკაშვილი და სხვ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 27 აპრილს ზუბალაშვილების სახალხო სახლში სახალხო წარმოდგენების მმართველ წრეს კონსტანტინე შათირიშვილის რეჟისორობით „მაღაროს უფროსი მუშა“ და „ტარტიუფი ანუ მუზმუზელა“ უნდა წარმოედგინა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 27 აპრილს ზუბალაშვილების სახალხო სახლში სახალხო წარმოდგენების მმართველმა წრემ დადგა მოლიერის ხუთმოქმედებიანი კომედია „ტარტიუფი ანუ მუზმუზელა“ ბარბარე კორინთელის, პიერეტას, ელენე ციმაკურიძის, გრიგოლ ანაშვილის, ნიკოლოზ გოცირიძის, იუზა ზარდალიშვილის, ნინიძის, კოტე ხახანაშვილის და სხვ. მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 27 აპრილს სახალხო სახლში სახალხო წარმოდგენების მმართველმა წრემ „მაღაროს უფროსი მუშა“ და „ტარტიუფი“ წარმოადგინა ალექსანდრე იმედაშვილის, ანეტა ქიქოძის, ზაქარია გომელაურის, ვ. ნინიძის, ალექსი მეტრეველის და სხვ. მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 28 აპრილს სახალხო სახლში თბილისის ქართულ დრამატულ დასს მიხეილ ქორელის რეჟისორობით აკაკი წერეთლის მიერ თარგმნილი ხუთმოქმედებიანი დრამა „ვიდრე ხვალ...“ უნდა წარმოედგინა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის მაისში პრაპორშჩიკმა დავით აკოფაშვილმა ჟურნალ „თეატრსა და ცხოვრებას“ 10 მანეთი შესწირა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის მაისში გრიგოლ მესხი კავკასიელ მხატვრებთან მოსალაპარაკებლად თბილისში ჩამოვიდა, რათა მათ ქუთაისში სურათების პირველ გამოფენაში მიეღოთ მონაწილეობა.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის მაისში დიმიტრი არაყიშვილი მოსკოვიდან დასასვენებლად სოფელ ვასილიევში გაემგზავრა.

